ვინ იყო 16 წლის გორელი გოგონა, რომელმაც 40 დღის წინ თვითმკვლელობა სცადა გუშინ კი გარდაიცვალა

16 წლის მოზარდი, რომელმაც 19 თებერვალს გორში თვითმკვლელობა სცადა, წუხელ გვიან ღამით, სამხედრო ჰოსპიტალში გარდაიცვალა. ახალგაზრდა კომატოზურ მდგომარეობაში, მართვით სუნთქვაზე დაახლოებით 40 დღის განმავლობაში იმყოფებოდა.


ჩატვირთვა...

“გოგონას გული გაუჩერდა,ის წუხელ პირველ საათსა და თხუთმეტ წუთზე გარდაიცვალა”- განუცხადეს “პრაიმტაიმს” სამხედრო ჰოსპიტალში.

19 თებერვალს, გორში, 16 წლის მოზარდმა თვითმკვლელობა სცადა. გოგონას მეზობლების ინფორმაციით, მოზარდი დედამ საკუთარ ოთახში ხალათის ქამრით დაკიდებული იპოვა. ახალგაზრდა გოგო უმძიმეს მდგომარეობაში გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, ექიმების მცდელობის მიუხედავად 16 წლის მოზარდის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

ჩატვირთვა...

მსგავსი სტატიები