ვინ არის საფრანგეთში მცხოვრები ქართველი „ბერძენა“

კეთილი,ღიმილიანი, ბავშვური, ღუნღულა ,მზიანი და ფერადი, მას აუცილებლად შეიყვარებთ ერთი ნახვით, სიცოცხლის წყურვილით აივსებით, ჯერ არავინ ყოფილა ისეთი ენახოს და არ შეყვარებოდეს, გაიცანით ეს ანხელიტოა- „ბერძენას“ ანხელიტო
მას დები და ძმებიც ჰყავს..
განა ყველა მხიარულია, სევდიანებიც არიან, თითქოს იმის დარდს ატარებენ, ვისაც მფარველობენ გამუდმებით, ერთს მარია ქვია, მარია ყველაზე ლამაზია,
ზოგს შეყვარებულიც ჰყავს…
ეს მხატვრის მუდმივად შეუკვრადი წრეა რომელიც ჯერ არ დასრულებულა, ამ სივრცეში პატარა ანგელოზების გარდა სხვა საინტერესო პერსონაჟები და პორტრეტები ტრიალებენ,უცნაური ქალაქების ქუჩებს და ემოციურ პეიზაჟებსაც შეხვდებით..
ეს გმირები ნიჭიერი თვითნასწავლი მხატვრის ბერძენას ფუნჯის და წარმოსახვის ქორწინების პირმშოები არიან..
ჭეშმარიტ ხელოვნებაში გადაჭარბებულ პათეტიკას რა ხელი აქვს, ან რა ესაქმება იქ ვინმეს შეფასებებს(მონასმებსა თუ ეფექტებით გადმოცემულ განწყობაზე და ფაქტორების შექმნაზე, კონტრასტულ თუ მონათესავე ფერის გამოყენებაზე, შინაარსზე და ა.შ..) მაშინ, როცა უყურებ ტილოს და მთელი არსებით გრძნობ, რომ ავტორიც, გმირიც და ადრესატიც შენ ხარ?
რით შეიძლება იყოს საინტერესო საფრანგეთიში მცხოვრები ქართველი მხატვრის ისტორია?მისი ვნებები?
უცნაური შემოქმედებითი ახირებებითა და პოეტური აკვიატებებით…
მოუსვენარი ქართული ტემპერამენტისა და ფრანგული ფილიგრანული ხასიათის სინთეზით..
მოულოდნელი, კონტრასტული სახეებით..
გამბედაობით, ხაზგასმული გულწრფელობით..

…და  რაც მთავრია, თვითონ ავტორის  მოკრძალებული შეფასებებითა და  დამოკიდებულებით საკუთარი შემოქმედების მიმართ, ეს ბუნებრივია, რადგან სულით ხორცამდე არტისტი, ვისაც ყველაზე მატად უყვარს ხელოვნება, არასდროს არის კმაყოფილი საკუთარი თავით და მუდმივად წინსვლისკენ ისწრაფვის, სწორედ  ამიტომ, ბერძენას  არ სცალია  შესაჩერებლად…


ჩატვირთვა...

წარმატებები  ანგელოზების დიდოსტატს!!

ჩატვირთვა...

მსგავსი სტატიები