ვინ არის კაცი, რომელმაც კესარია აბრამიძის ცხოვრება მთლიანად შეცვალა

როგორც ცნობილია კესარია აბრამიძე სილამაზის კონკურსში, Miss Trans Star International-ში, მიიღებს მონაწილეობას, რომელიც ბარსელონაში ოქტომბერში გაიმართება. რა რეაქცია აქვს ამასთან დაკავშირებით მის შეყვარებულს და ვინ არის კაცი, რომელმაც მისი ცხოვრება მთლიანად შეცვალა, ამის შესახებ კესარია ჟურნალ „თბილისელებთან“ საუბრობს

შენი შეყვარებული წინააღმდეგი იყო შენი ამ კონკურსში მონაწილეობის, როგორ დაითანხმე?


ჩატვირთვა...

– თავიდან არც კი მომისმინა, არც ახლა უთქვამს თანხმობა, მაგრამ წინააღმდეგობაც აღარ გაუწევია. შეიძლება, ფიქრობს, რომ კონკურსის შემდეგ შევიცვლები. უფრო მეტი შემოთავაზებები წამოვა, მოგზაურობა. მას არ უყვარს, როცა ვტოვებ ქალაქს, ქვეყანას, უნდა, რომ სულ მის გვერდით ვიყო. თუ სადმე წავალ, უნდა იცოდეს, რომ მასთან ახლოს ვარ. 5 წუთი რომ დაუგვიანო ესემესი, ომი იწყება, მისთვის არ მცალია და შეიძლება, გაგიჟდეს. უცებ ვრთავ კამერას, ვუგდებ ჩემს ლოკაციას და მშვიდდება. რთული ტიპია, მაგრამ მარტივი კაცები არასდროს მომწონდა. იმდენად გიჟი და გადარეული ვარ, რომ ჩემს ცხოვრებაში საჭირო იყო ისეთი კაცი, რომელიც ჩემს ცხოვრებას აბსოლუტურად შეცვლიდა. ადრე უფრო მეტს ვკამათობდით, ახლა ერთმანეთი შევისწავლეთ და ერთმანეთის გარეშე ყოფნა არ შეგვიძლია. შეხედულებები, სტილი, ყველაფერი შემიცვალა, სოციალურ ქსელში ფოტოებიც. არ არის ადვილი, როცა ცნობილი სახე გყავს გვერდით და ეს სულ არის განხილვის თემა. ადრე უფრო მოჭიმული იყო და ახლა მოეშვა. კონკურსის შემდეგ, ეს ყველაფერი მსოფლიო მასშტაბში რომ გადავა, არ ვიცი, როგორ იქნება.

წყარო “თბილისელები”

ჩატვირთვა...

მსგავსი სტატიები