ვარსკვლავი ქალები, რომლებიც მხოლოდ ერთხელ დაქორწინდნენ და მყარი ოჯახები აქვთ

მყარი სასიყვარულო ურთიერთობის აგება მარტივი არ არის. უფრო მეტიც, ჩვენს დროში მყარი ქორწინება იშვიათი ფენომენი გახდა. განსაკუთრებით კი ვარსკვლავების შემთხვევაში, მაგრამ მათ შორისაც არიან ისეთები, რომლებიც იდეალურად ართმევენ თავს ქორწინების დროს წარმოქნილ სირთულეებს და მყარ ოჯახებს ინარჩუნებენ.


ჩატვირთვა...

ვნახოთ ცნობილი ქალები, რომლებიც ქორწინებაში არიან და ოჯახური ბედნიერებით გამოირჩევიან.

13. სელმა ჰაიეკი – მსახიობი 9 წელია ქორწინებაშია. სელმა თავის მომავალ ქმარს, ბიზნესმენ ფრანსუა ანრი პინოტს, ვენეციაში, 2006 წელს შეხვდა. წყვილი 2009 წელს დაქორწინდა.

12. ბიონსე – ბიონსესა და ჯეი ზის სიყვარულის ისტორია 2002 წელს დაიწყო. თავდაპირველად ისინი პროფესიული კუთხით გადაიკვეთნენ. წყვილი 2008 წელს დაქორწინდა, ურთიერთობაში პრობლემებიც ჰქონდათ, თუმცა ყველაფერი მოაგვარეს და დღეს ერთ-ერთი ყველაზე მყარი ვარსკვლავური ოჯახი აქვთ.

11. ჯესიკა ალბა – ჯესიკა ალბა და ქეშ უორენი 10 წელია დაქორწინებულები არიან. მათი სასიყვარულო ურიერთობა 2004 წელს დაიწყო. 2008 წელს წყვილი დაქორწინდა. ჯესიკას აზრით, მათი მყარი ურთიერთობის განმაპირობებელი ისაა, რომ რომანტიკულ გარემოში ხშირად ატარებენ დროს.

10. კლაუდია შიფერი – მოდელი 16 წელია ქორწინებაშია. მისი ქმარი ფილმების პროდიუსერი, მეთიუ ვონია. წყვილმა გაცნობიდან 16 თვის შემდეგ მიიღო დაქორწინების გადაწყვეტილება და დღემდე ბედნიერ ურთიერთობაში არიან.

9. სარა მიშელ გელარი – სარა თავის მომავალ ქმარს, ფრედი პრინც ჯუნიორს, ფილმის, „I Know What You Did Last Summer“, გადაღებისას შეხვდა. ისინი 2002 წლის 1 სექტემბერს დაქორწინდნენ.

8. კეტრინ ზედა ჯონსი – კეტრინი და მაიკლ დუგლასი 18 წელია დაქორწინებულები არიან. წყვილმა ერთმანეთი საფრანგეთში, ფილმების ფესტივალზე, 1998 წელს გაიცნო. ისინი ორი წლის შემდეგ დაქორწინდნენ.

7. სარა ჯესიკა პარკერი – მსახიობი უკვე 21 წელია მეთიუ ბროდერიკზეა დაქორწინებული, წყვილმა ერთმანეთი 1991 წელს, ნიუ იორკში, ერთ-ერთ წვეულებაზე გაიცნო. ერთმანეთს ექვსი წელი ხვდებოდნენ და დაქორწინება 1997 წელს გადაწყვიტეს. სარა ფიქრობს, რომ აუცილებელია პარტნიორები პატივს სცემდნენ ერთმანეთს და სწორედ ეს არის მყარი ურთიერთობის გასაღები.

6. ქეით ბლანშეტი – ქეითი 22 წელია დაქორწინებულია ენდრიუ აპტონზე. წყვილმა ერთმანეთი სიდნეიში, 1996 წელს გაიცნო. გაცნობიდან ერთი წლის შემდეგ წყვილი დაქორწინდა. ბლანშეტის თქმით, მისი ოჯახის ბედნიერების საიდუმლო ისაა, რომ საერთო ინტერესები აქვთ და ერთმანეთს არაფერს უმალავენ.

5. ლიზა კუდრიუ – ლიზა 23 წელია მიშელ სტერნზეა დაქორწინებული. წყვილმა ერთმანეთი 1987 წელს გაიცნო, ხოლო 1995 წელს დაქორწინდნენ.

4. კირა სედვიკი – მსახიობი 30 წელია დაქორწინებულია კევინ ბეკონზე. წყვილი ერთმანეთს 1987 წელს, ფილმ “Lemon Sky”-ს გადაღებისას გაიცნო. ერთი წლის შემდეგ კი დაქორწინდნენ.

3. რიტა უილსონი – რიტა უილსონი და ტომ ჰენკსი 30 წელია დაქორწინებულები არიან. მათ ერთმანეთი 1981 წელს, Bosom Buddies-ის გადაღების დროს გაიცნეს. წყვილი 1988 წელს დაქორწინდა.

2. ჯემი ლი კურტისი – მისი ქმარი მსახიობი და კომპოზიტორი, კრისტოფერ გესთია და წყვილი 34 წელია დაქორწინებულია. ჯემი ლი კურტისმა თავისი მომავალი ქმრის ფოტო ნახა და თქვა, რომ ეს კაცი მისი ქმარი გახდება და თავისი სიტყვა სისრულეში სულ რაღაც 5 თვეში მოიყვანა.

1. მერილ სტრიპი – მერილ სტრიპი და დონ გამერი 40 წელია დაქორწინებულები არიან. მერილი ამბობს, რომ ისინი ყოველთვის უზიარებენ ერთმანეთს დარდს, წუხილს, ბედნიერებას და სწორედ ესაა მყარი ურთიერთობის გასაღები.

ჩატვირთვა...

მსგავსი სტატიები