“ვალს აუცილებლად დაგიბრუნებთ. ოღონდ ახლა არ გამწიროთ ქუჩისათვის.გთხოვთ!”- 10 წლის ბიჭუნა ხალხს სთხოვს დახმარებას

სოციალურ ქსელში გავრცელდა, პოსრტი სადაც 10 წლის ფოთელი ბიჭუნა, გრიგორ ესებუა საკუთარი ოჯახის პრობლემების შესახებ წერს და საზოგადოებას სთხოვს დახმარებას, გთავაზობთ პოსტს და ბავშვის მამის განმარტებას, როგორ აღმოჩნდნენ ამ მდგომარეობაში.სოციალურ ქსელში გავრცელდა, პოსრტი სადაც 10 წლის ფოთელი ბიჭუნა, გრიგორ ესებუა საკუთარი ოჯახის პრობლემების შესახებ წერს და საზოგადოებას სთხოვს დახმარებას, გთავაზობთ პოსტს და ბავშვის მამის განმარტებას, როგორ აღმოჩნდნენ ამ მდგომარეობაში.პლანეტის მილიონრებს. მე ვარ გრიგორ ესებუა 10 წლის, ვცხოვრობ საქართველოში, ქალაქ ფოთში თამარ მეფის 71 ; მამა ბადრი (ბაჩუკი)ესებუა 62 წლის, დედა 57 წლის(დიასახლისი) მამა მუშაობს დროებითი ხელშეკრულებით ფოთის ნავსადგურში 2018 წლის მაისიდან, მანამ აქვე მუშაობდა, მხოლოდ მუდმივ შტატში უფრო მაღალი ხელფასით (27 წლის მუშაობის სტაჟით).
მამამ 2013 წელს ვითიბიბანკიდან გამოიტანა იპოთეკური სესხი19 500 დოლარის ოდენობით, როცა დოლარი 1, 65 ლარი ღირდა. (სესხი 10 წლიანია, დასაბრუნებელია 36 000 დოლარი). თავი ფული დარჩენილი აქვს 16 900 $. მამა ყოველთვე იხდიდა 292 $. მამას აგრეთვე ტაო პრივატ ბანკის 35000 ლარი ჰქონდა ვალი. დოლარის კურსის მატებისა და მამას ხელფასის შემცირების გამო მამამ ვალის გადახდა ფიზიკურად ვერ შეძლო. მას ფული მხოლოდ ვითიბი ბანკისთვის ყოფნიდა. 2018 წელს მამას ხელფასი საქართველოს ბანკმა დაუყადაღა 2019 წლის ივნისამდე. 3500 ლარში საქართველოს ბანკი 10000 ახდევინებს. (თავი ფული 35000 ლარი გადახდილი აქვს). ხელფასის ნაწილი საქართველოს ბანკს მიაქვს 641 ლარი, ხოლო ვითიბი ბანკს513 ლარი.
საუბედუროდ, ეს თანხა ვითიბი ბანკს არ ყოფნის, არსებობაზე ლაპარაკი ზედმეტია. მე მინდა მივმართო საქართველოს ბანკის მმართველს: არ გრცხვენიათ, ქუჩაში რომ მტოვებთ, მამას ამდენ პროცენტს ახდევინებთ, მაშიმშილებთ. როგორ აზიდავთ ცოდვას უფალთან, რას ეტყვით ყველაზე დიდ მსაჯულს, ვითიბი ბანკში 18000$ გადახდილი აქვს , მაგრამ ორჯერ რეორგანიზაციის გამო ეს თანხა არ ეთვლება. ახლა ყადაღის გამო ვერ გადაიხადა და დაგროვდა 570 $, თუ ამ თანხას ორ კვირაში არ გადავიხდით, სახლიდან გაძევება გვემუქრება. მე წასასვლელი არსად მაქვს. სად ვიცხოვრო, როგორ ვიარსებო, რა უნდა ქნას ჩემმა ასაკოვანმა მშობლებმა.
მე 5 საჯარო სკოლის მოსწავლე ვარ, კარგად ვსწავლობ, მინდა ასე ბეჯითი მოსწავლე ვიყო, მაგრამ სად, ქუჩაში?გამოსავალი ერთია – მამამ თავი უნდა მოიკლას. მაშინ სახლიდან არ გაგვყრიან. მამის სიცოცხლის სანაცვლოდ მიღებული სისხლიანი სახლი არ მინდა. ხის სახლი, რომელიც 100 წლისაა, ავარიულ მდგომარეობაშია, მე გრიგორ ესებუა, კეთილ ადამიანებს გთხოვთ, გევედრებით, დამეხმაროთ თანხით (თვიური გადასახადი 292$) ივნისის თვემდე. მე სწავლას გავაგრძელებ, გავიზრდები ღირსეული ადამიანი და თქვენს ვალს აუცილებლად დაგიბრუნებთ. ოღონდ ახლა არ გამწიროთ ქუჩისათვის. გთხოვთ.VTB ბანკის ანგარიში GE58VT0600000958743601 ბადრი ესებუა ტელეფონი 595 96 56 95როგორც mshoblebi. ge- სთან საუბარში ბავშვის მამა ბადრი ესებუა აღნიშნავს, სამსახურის დაკარგვის, მერე კი ხელფასის შემცირების გამო ბანკიდან აღებული ვალის გადახდა უჭირთ და სახლის გარეშე ყოფნა ემუქრებათ.
– ვალი თანდათან დამიგროვდა. ოჯახის შექმნა დამაგვიანდა, ცოლი 49 წლის ასაკში შევირთე. სახლი მისახედი იყო, მოსაწესრიგებელი, მაშინ ვისარგებლე სესხით. სახელფასო სესხი გავაკეთე, რომელიც ქონებით იყო უზრუნველყოფილი. პორტში მექანიკოსად ვმუშაობდი, კარგი ანაზღაურება მქოდა. მერე დედა გარდამეცვლა და სულ უფრო მეტი ფინანსური პრობლემა გაჩნდა. ბოლო ეტაპზე იმან შემიშალა ხელი, რომ რესტრუქტურიზაცია მოხდა სამსახურში და კადრები შეამცირეს. მერე, როცა ვაკანსია გამოაცხადეს და დამაბრუნეს, უფრო დაბალანაზღაურებად პოზიციაზე დამნიშნეს. ეს ყველაფერი მაისის თვეში მოხდა. ტრენინგები, ექვსთვიანი კურსები ბრწყინვალედ გავიარე, მაგრამ მოხდა ისე, რომ ხელფასი შემიმცირდა. შვილის მომავლისთვის ვფიქრობდი, მინდოდა მისთვის ნათელი მომავალი შემექმნა. ამ ბანკებმა კი ამოსუნთქვის საშუალება არ მომცეს.- ადგილობრივი მთავრობისთვის არ მიგიმართავთ დახმარებისთვის?- არავისთვის არ მიმართავს. არც კი ვიცი, ვის მივმართო. ყველა იმას მეუბნება, რომ იღებდი სესხს გადახდა უნდოდა, არ იცოდიო?! დღეს მოსახლეობის 95%-ს ბანკის ვალი აქვს, ვალის გარეშე ფაქტობრივად ვერავინ ცხოვრობს, მე ხომ არ ვიცოდი, რომ რესტრუქტურიზაციაში მოვყვებოდი. ძველ თანამდებობაზე, რომ ვიყავი პრობლემა არ მქონდა, ვადაზე ადრე შემქონდა თანხა ბანკში. 6 წელი კიდევ უნდა ვიხადო ვალი. 5 წელია 300 დოლარს ვიხდი. ბანკიდან გამოტანილი თავი ფულის ათასი წილით მეტი მაქვს გადახდილი, ფაქტობრივად და ამას დამატებული 300-300 დოლარი კიდევ, რომ უნდა ვიხადო 6 წელი არ ვიცი ამას როგორ უნდა გავუძლო. ახლა მემუქრება სახლის გაყიდვა, თუ არ შევიტან ბანკში ფულს. ხალხის დახმარების იმედად ვართ დარჩენილი.
mshoblebi.ge


ჩატვირთვა...
ჩატვირთვა...

მსგავსი სტატიები