უპრეცედენტო შემთხვევა – მექსიკაში პირველი სამმშობლიანი ბავშვი დაიბადა

სამყაროს სამმშობლიანი ბავშვი მოევლინა.
ფერტილიტყ ანდ შტერილიტყ – ის ცნობით, მეცნიერების მიერ 2015 წელს დაანონსებული ექსპერიმენტი, რომელიც ხელოვნური განაყოფიერების გზით ბავშვის ორი ქალისა და ერთი მამაკაცის დნმ-ით შექმნას გულისხმობს, წელს განხორციელდა.


ჩატვირთვა...

აბრაჰიმ ჰასანი, რომლის დნმ-ის უჯრედებში 3 ადამიანი – დედა, მამა და დონორია, ახლა ხუთი თვის არის.

ბავშვის გაჩენის ეს მეთოდი დედიდან შვილზე გენეტიკური დაავადებების გადაცემის თავიდან ასაცილებლად შეიქმნა. ხელოვნური განაყოფიერების მოდიფიცირებულ ვარიანტი, საშუალებას იძლევა მშობლის დნმ-ის დონორი ქალბატონის ჯანმრთელ მიტოქონდრიასთან კომბინაცია მოახდინოს.

ბავშვის მშობლები წარმოშობით იორდანიიდან არიან. ბავშვის დედა ცენტრალური ნერვული სისტემის დაავადების, ლეის სინდრომის მატარებელია. ქალი ფიზიკურად სრულიად ჯანმრთელია, გენეტიკური მუტაციის გამო მას უკვე ორი ბავშვი დაეღუპა, 4 ორსულობა კი შეუწყდა.

წყვილმა, ნიუ იორკში უშვილობის მეცნიერების ცენტრს „ახალ იმედს“ მიმართ, სადაც ექიმი ჯონ ჩანი და მისი გუნდი მუშობს. მეცნიერებმა განაყოფიერების ახალი მეთოდი შეიმუშავეს, რომელიც ბირთვის გადაადგულებას გულისხმობს.

მედიკოსებმა 36 წლის დედის კვერცუჯრედიდან ბირთვი ამოიღეს, დონორის ბირთვი გაანადგურეს და მასში დედის ბირთვი მოათავსეს. შედეგად, მათ დედის დნმ-იანი კვერცხუჯრედი და დონორის მიტოქონდრიები მიიღეს. სწორედ, მიტოქონდრიებია ლეის სინდრომის გადაცემის მიზეზი, შესაბამისად, დონორის მიტოქონდრიებით ამის საფრთხე აღმოიფხვრა,

შემდეგ, მეცნიერებმა ხელოვნური განაყოფიერების გზით კვერცხუჯრედი მამის სპერმით გაანაყოფიერეს.

მეცნიერებმა სულ 5 ემბრიონი მიიღეს, მათგან მხოლოდ ერთმა შეძლო ნორმალურად განვითარება. შედეგად კი სრულიად ჯანმრთელი ბიჭი დაიბადა.

ეს მეთოდი აშშ-ში ჯერ არ მიუღიათ, შესაბამისად, ოპერაციის ჩასატარებლად მედიკოსთა ჯგუფი მექსიკაში გაემგზავრა. პირველი სამმშობლიანი ბავშვი სწორედ მექსიკაში გაჩნდა.

გასულ წელს, დიდი ბრიტანეთი პირველი ქვეყანა გახდა, რომლის პარლამენტმაც ბავშვის სამი ადამიანის დახმარებით გაჩენის კანონპროექტს მხარი დაუჭირა.

ჩატვირთვა...

მსგავსი სტატიები