უკვე წელიწადია, სექსპარტნიორი გყავთ? მეცნიერებს თქვენთვის სამწუხარო სიახლე აქვთ

უკვე შევეჩვიეთ, რომ მეცნიერები მუდმივად ერევიან ჩვენს პირად ცხოვრებაში. ზოგჯერ, შეიძლება, მადლიერებიც ვიყოთ მათი რჩევებისთვის, მაგრამ ამჯერად ცოტა უცნაური დასკვნები წარმოგვიდგინეს…


ჩატვირთვა...

საუთჰემპტონის უნივერსიტეტის მეცნიერებმა მასშტაბური კვლევა ჩაატარეს და ინგლისის მოსახლეობის პირად ცხოვრებაში „ცხვირი ჩაყვეს“. მათ სულ 11 508 ადამიანი გამოკითხეს: 6669 ქალი და 4839 კაცი. შეკითხვები პირადი იყო და თუ უფრო დავკონკრეტდებით, რესპონდენტების სექსუალურ ცხოვრებას ეხებოდა. ამასთან – მნიშვნელოვანი მომენტი – ყველა რესპონდენტი არანაკლებ 12 თვის მანძილზე მონოგამიურ ურთიერთობაში იყო.

აღმოჩნდა, რომ გამოკითხული ქალების 34%-მა სექსისადმი ინტერესი მუდმივ პარტნიორთან ერთწლიანი ურთიერთობის შემდეგ დაკარგა. წარმოგიდგენიათ? ერთი წლის! ამავდროულად, კაცებმა დაამსხვრიეს არქეტიპები კაცურ ცვალებადობაზე. მხოლოდ 15%-მა განაცხადა, რომ პარტნიორთან ერთწლიანი სექსუალური ურთიერთობის შემდეგ სექსი ძველებურად ცხელი არ არის.

მოკლედ, თუკი მუდმივი პარტნიორი გყავთ, გაითვალისწინეთ ამ კვლევის შედეგები და თქვენი სექსუალური ცხოვრება ოდნავ მაინც გაამრავალფეროვნეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში დაგჭირდებათ ინფორმაციის მოძიება იმის შესახებ, როგორ უნდა მიხვდეთ, რომ ქალი გღალატობთ.

ჩატვირთვა...

მსგავსი სტატიები