,,თუ თირკმელია საჭირო, მზად ვარ ყველანაირი თანხის გარეშე დავთმო ჩემი თირკმელი”

სოციალურ ქსელში გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ პატარა ნიკოლოზ ჭიჭიკოშვილს, რომელიც საზოგადოებამ “ქართველი ლუი ანდერსონის” სახელით სახალისო ვიდეოდან გაიცნო, სასწრაფოდ დახმარება ესაჭიროება.

ინფორმაციას ამის შესახებ ”იმედის” თანამშრომელი Tatia Zukhbaia ავრცელებს.


ჩატვირთვა...

პოსტს უამრავი გამოხმაურება მოჰყვა”ფეისბუქ” მომხმარებლების მხრიდან, ისენი ე.წ ”სქრინებს” პოსტავენ, სადაც გადარიცხული თანხებია ასახული. პოსტს ასევე ქართველი ემიგრანტებიც გამოეხმაურნენ.

ერთ-ერთი ”ფეისბუქ” მომხმარებელი კი საკუთარ თირკმელს სთავაზობს, კომენტარს უცვლელად გთავაზობთ;

”თუ თირკმელია საჭირო, მზად ვარ, ყველანაირი თანხის გარეშე გავიღო და დავთმო ჩემი თირკმელი, ერთ-ერთი. უბრალოდ, მე ოჯახით ვცხოვრობ საზღვარგარეთ და ვერ წავალ ვერსად, მაგრამ დაინტერესების შემთხვევაში, ვინც აიღებს პასუხისმგებლობას, რა როგორ ხდება და როგორ შეიძლება გაკეთდეს, დამიკავშირდენ პირადში”,- წერს ფეისბუქმომხმარებელი.

“ნიკოლოზი საავადმყოფოში წევს… ექიმებიც ბავშვთან ერთად ტიროდნენ…” – ერთად დავეხმაროთ ყველასთვის საყვარელ ნიკოლოზს

ჩატვირთვა...

მსგავსი სტატიები