“თქვენთან ერთად ვგლოვობთ.. აღვავლენთ ლოცვებს.. ძმური სიყვარულით” – ილია II – ის სამძიმარი კემეროვის ტრაგედიაზე

26 მარტს კემეროვოს ტრაგედიამ შეძრა მთელი მსოფლიო. ეს ის შემთხვევაა, როდესაც სიტყვებით ვერ გამოვხატავთ ჩვენს გრძნობებს და მხოლოდ ლოცვა გვმართებს,

თქვენთან ერთად ვგლოვობთ და ვუთანაგრძნობთ გარდაცვლილთა ოჯახებსა და ნათესავებს. აღვავლენთ ლოცვებს, რათა უფალმა დააწესოს ახლად შესვენებულთა სულნი, სადაცა მართალნი განისვენებენ, ხოლო მათ ახლობლებს მიანიჭოს მშვიდობა და მტკიცე რწმენა. ძმური სიყვარულით”,- აღნიშნულია ილია მეორის მიერ გაგზავნილ სამძიმრის წერილში, რომელსაც საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს.


ჩატვირთვა...

ჩატვირთვა...

მსგავსი სტატიები