თმის ბაფთები 90 ლარად – ანუკი არეშიძის შექმნილმა აქსესუარებმა არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია (ფოტოები)

დიზაინერმა ანუკი არეშიძემ თმის ბაფთები გამოუშვა, რომლის ფასიც 90 ლარია. ბაფთების ფასმა სოცქსელების მომხმარებლებში არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია, ზოგიერთმა მათგანმა ეს ბაფთისთვის ძალიან მაღალ ფასად ჩათვალა და დაწერეს, რომ დიზაინერი ნივთებს მხოლოდ თავისი „პადრუგებისა“ და ცნობილი სახეებისთვის ქმნის,. კრიტიკას ინსტაგრამზე ანუკი არეშიძემ უპასუხა.


ჩატვირთვა...

„3 თვე გახდება რაც ასეთი მოდელები გვაქვს მაღაზიაში და იმ დღესვე იყიდება, არც ჩემი ,,პადრუგები” არ ყიდულობენ და არც ცნობილი სახეები, ჩვეულებრივი ადამიანები ,რც შეეხება ფასს, როდესაც ხელით მუშაობს ადამიანი და დაახლოებით ერთ დღეზე მეტი ანდომებს ამის შეკერვას და ხელით დაქარგვას,ალბათ მისი შრომა მაინც ღირს შესაბამისი ფასი“- დაწერა ანუკი არეშიძემ ერთ-ერთი კომენტარის საპასუხოდ.

 

newposts.ge

ჩატვირთვა...

მსგავსი სტატიები