სოსო პავლიაშვილი “კანონიერ ქურდად” “აკურთხეს”

მომღერალი სოსო პავლიაშვილი გავლენიანი “კანონიერი ქურდების” გარემოცვაში… რუსული მედია უკვე დიდი ხანია წერს მომღერლის ახლო კავშირებზე კრიმინალური სამყაროს გენერლებთან. ინტერნეტ სივრცეში იძებნება სხვადასხვა დროს გადაღებული სოსო პავლიაშვილის არაერთი ფოტო “კანონიერი ქურდების” გარმოცვაში, მათ შორის ვლადიმერ ოგანოვთან, ლევ ეპშტეინთან, მირონ მამედოვთან და გოჩა ბირკაძესთან.

რამდენიმე წლის წინ მომღერალი მხატვრულ ფილმშიც “Качели” გადაიღეს, სადაც ის ქართველი “კანონიერი ქურდის” როლს ასრულებს. ფილმში “კანონიერ ქურდად” კურთხევის შემდეგ სოსო პავლიაშვილის პერსონაჟი გავლენების მოსაპოვებლად სისხლიან დაპირისპირებაში შედის. ფილმის რეჟისორი ვლადიმერ ზინკევიჩი გახლავთ.


ჩატვირთვა...

წყარო: primetime.ge

ჩატვირთვა...

მსგავსი სტატიები