“სოფო ძირს ეგდო, მისი ერთი თვის ბავშვი კი საძილე წამლის ზემოქმედების ქვეშ იპოვეს”- ვინ იყო საბერძნეთში წამებით მოკლული 23 წლის გოგონა

საბერძნეთში, ქალაქ ათენში მომხდარმა ფაქტმა საზოგადოება შეძრა. მეგობრებმა საქართველოს მოქალაქე 22 წლის სოფო შანშიაშვილი (წილკაური) გარდაცვლილი იპოივეს.
მეგობრების ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალი მოკლულია. მას 2 თვის ჩვილი დარჩა, რომელიც ათენის ერთ-ერთ ბავშვთა საავადმყოფოშია გადაყვანილი.
არსებული ინფორმაციით, როდესაც ახლობლებმა სოფოს ცხედარი ნახეს, პატარა დამამშვიდებელი აბაბების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა. 
გარდაცვლილი ქალის გადმოსვენების პროცედურაში ჩართულია ათენში საქართველოს საკონსულო. ცხედარს ამ დროისთვის ექსპერტიზა უტარდება. ოჯახის ახლობლების თქმით, გოგონას მეუღლე პატიმარია. ცნობილია, რომ სოფო წიკლაურის დედაც საბერძნეთში ცხოვრობს.

“დეტალები უცნობია, რა მოხდა და რატომ მოკლეს 22 წლის სოფი წიკლაური. ის მარტო ცხოვრობდა საკუთარ შვილთან ერთად. მისი შვილი ერთი თვის ჩვილია და საავადმყოფოშია გადაყვანილი. სოფის ჰყავს მეუღლე, რომელიც ჩემი ინფორმაციით, პატიმარია. რამდენადაც ვიცი, ათენში ცხოვრობს სოფის დედაც, მას მეორე ოჯახი აქვს, ბერძენი მეუღლე ჰყავს. სხვა დეტალები ჩემთვის ცნობილი არ არის. როგორც მეუბნებიან, სოფის ძალიან უჭირდა და დახმარებას საჭიროებდა. ძალიან სამწუხარო და შემზარავი ამბავი მოხდა”, – განაცხადა ათენიდან ქართველ ემიგრანტთა საერთაშორისო ცენტრის პრეზიდენტმა დარეჯან ღამბაშიძემ. მოკლული 22 წლის სოფი წიკლაური 5 წელი საბერძნეთში ცხოვრობდა.


ჩატვირთვა...

სოფოს ტრაგიკული სიკვდილის შესახებ “ნიუპოსტს” გარდაცვლილის კიდევ ერთმა მეგობარმა უამბო:

“სოფო სასტიკად არის ნაწამები. როდესაც არ გამოჩნდა მეგობრები მის საცხოვრებელ ადგილზე მივიდნენ, კარი არავინ გაუღო, სახლიდან კი ძაღლის გაბმული წკმუტუნისა და ყეფის ხმა ისმოდა. კარი შეამტრვრიეს და საშინელი ვითარება დახვდათ. საწყალი გოგონა ძირს ეგდო. როგორც თვითმხილვევებმა გვითხრეს, სოფო მკვლელობის მსხვერპლია, მისი ლამაზი სხეუილი სულ ნაწამები და დალურჯებული იყო, საბრალო 1 თვის ჩვილი კი საწოლში იწვა, რომელიც პოლიციელების თქმით, საძილე საშუალების ზემოქმედების ქვეშ იყო”- ამბობს გარდაცვლილი ქალის მეგობარი.

newposts.ge

ჩატვირთვა...

მსგავსი სტატიები