სკანდალი საბავშვო ბაღში – პროკურორის ცოლმა ბავშვებისთვის განკუთვნილი ხორცი დიეტისთვის გამოიყენა

ქუთაისის 27-ე ბაღში, სამტრედიის პროკურორის, გივი გოცაძის ცოლმა , მაია მატარაძემ, რომელიც ამავე დროს ქუთაისის 27-ე ბაღის წარმომადგენელია, ბაღის ბავშვებისთვის გასამზადებელი ხბოს ხორციდან საკუთარი დიეტისთვის ხორცის ნაწილი მოიხარშა. ბაღებში შესული არაგეგმიური შემოწმების შედეგად ეს ფაქტი დადასტურდა. გავრცელებული ინფორმაციით ბავშვებისთვის გამზადებული საჭმელი სხვა თანამშრომლებისთვისაც იყო შენახული.

აღნიშნული ფაქტის ირგვლივ kutaisitoday.com-ი ქუთაისის “ააიპ ბაგა-ბაღების გაერთიანების” ხელმძღვანელს დავით წიტაიშვილს გაესაუბრა. მისი განმარტებით ბაღში შეტანილ ხორცს წონაში მართლაც აკლდა, რაზედაც შესაბამისი ოქმი დაიწერა, ხოლო დეტალები თუ რა რეაგირება განხორციელდება ამ კუთხით, უმოკლეს ვადაში გადაწყდება.


ჩატვირთვა...

გავრცელებული ინფორმაციით მაია მატარაძესა და ბაღების მონიტორინგის სამსახურის თანამშრომელს შორის სატელეფონო დამუქრებასაც ჰქონდა ადგილი. შეგახსენებთ: მაია მატარაძის და იმერეთის გუბერნატორის ადმინისტრაციის თანამშრომელი ნათია მატარაძეა.

,,დაიკრიშება’’ თუ არა საქმე პროკურატურიდან ან გუბერნიის მაღალი თანამდებობის პირებიდან, ესეც მოგვიანებით გახდება ცნობილი.

ჩატვირთვა...

მსგავსი სტატიები