სკანდალი: “ქართველებმა ქირითაც არ მომცეს ტრადიციული სამოსი, რომ წარმედგინა მსოფლიო კონკურსზე.. არატრადიციული ოროენტაციის ადამიანს, ტრადიციულ სამოსს არ ჩააცმევდნენ”

კესარიამ „პრაიმტაიმთან“ მიცემულ ინტერვიუში თქვა, რომ მას ქართველებმა ნაციონალური სამოსი არ შეუკერეს, არც მიაქირავეს, იმის გამო რომ არატრადიციული ორიენტაციის ადამიანს კაბას ვერ მოარგებდნენ. გთავაზობთ ნაწყვეტს კესარიას ინტერვიუდან, რომელიც მსოფლიო კონკურსიდან დაბრუნებულმა ექსკლუზიურად პრაიმტაიმს მისცა.
– კესო, ნაციონალური სამოსის ტურზე რას იტყვი?

– ქულები დამაკლდა ამ კონკურსზე, რადგან არ ჩამაცვეს ქართველებმა ნაციონალური სამოსი. ფულის გადახდის შემთხვევაშიც კი არ მომცეს სამოსი. არის ასეთი მაღაზია „ჩოხა ჯი“, სადაც დავრეკეთ და მითხრეს, რომ არატრადიციული ოროენტაციის ადამიანს, ტრადიციულ სამოსს არ ჩააცმევდნენ. ქართველებმა ქირითაც არ მომცეს ტრადიციული სამოსი, რომ წარმედგინა მსოფლიო კონკურსზე. ამიტომ არც ისე ლამაზი სამოსით გამოვედი ამ ტურზე და შესაბამისად ქულებიც დამაკლდა.


ჩატვირთვა...

– მე ვიცი რომ მარი გოლდი გიკერავდა ნაციონლურ სამოსს ამ კონკურსისთვის. ჩვენ ლაივიც გვქონდა სწორედ ამ მოდის სახლიდან კონკურსზე გამგზავრებამდე რამდენიმე დღით ადრე…

– მარი გოლდმა იმ კოსტიუმში 2500 ლარი მომთხოვა. ასე რომ… კიდევ ისტორია უნდა მოგეყოლა შენს შესახებ, შენი ქვეყნის შესახებ. მე შემეძლო მომეყოლა ჩვენს ქვეყანაზე, რომ აქ კლავენ, წვავენ ადამიანებს და მერე ამაზე პასუხს არავინ აგებს და ამით დავიწერდი ქულებს, მაგრამ არ მოვყევი. ძალიან კარგად წარმოვაჩინე საქართველო, როგორც შევძელი. ჩემთვის მთავარი იყო კარგად გაეცნოთ ამ ადამიანებს ჩემი ქვეყანა და არა ქულების დაწერა რაიმე ასეთი სევდიანი ისტორიით.

 

ჩატვირთვა...

მსგავსი სტატიები