შვებულების რა პირობებით სარგებლობენ სახვადასხვა სამსახურში დასაქმებულები

საქართველოში შრომითი უფლებებისა და დასაქმებულთა უფლება-მოვალეობების შესახებ და დასაქმებულის უფლებას კუთვნილი შვებულებით სარგებლობის თაობაზე საქართველოს შრომის კოდექსი ადგენს.


ჩატვირთვა...

ვებგვერდი myadvokat.ge-ი განმარტავს, შვებულების რა პირობებით სარგებლობენ სხვადასხვა სამსახურში დასაქმებულები.

იურისტების განმარტებით, შრომითი ხელშეკრულებით შეიძლება განისაზღვროს მოცემული რეგულირებისგან განსხვავებული ვადები და პირობები, რომლებიც არ უნდა აუარესებდეს დასაქმებულის მდგომარეობას.

გასათვალისწინებელია ისიც, რომ დასაქმებულს შვებულების მოთხოვნის უფლება წარმოეშობა მუშაობის თერთმეტი თვის შემდეგ. დასაქმებულს მხოლოდ მხარეთა შეთანხმებით შვებულება შეიძლება მიეცეს ვადის გასვლამდეც.

ამასთან, შვებულებაში არ ითვლება დროებითი შრომისუუნარობის პერიოდი, შვებულება ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო, შვებულება ახალშობილის შვილად აყვანის გამო და დამატებითი შვებულება ბავშვის მოვლის გამო.

საქართველოს შრომის კოდექსი აწესებს ანაზღაურების გარეშე შვებულების აღებისას დამსაქმებლის წინასწარ გაფრთხილების ვალდებულებას, კერძოდ, ანაზღაურების გარეშე შვებულების აღებისას დასაქმებული ვალდებულია 2 კვირით ადრე გააფრთხილოს დამსაქმებელი შვებულების აღების შესახებ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც გაფრთხილება შეუძლებელია გადაუდებელი სამედიცინო ან ოჯახური პირობების გამო.

საშვებულებო ანაზღაურების ოდენობა განისაზღვრება შვებულების წინა 3 თვის საშუალო ანაზღაურებიდან, თუ მუშაობის დაწყებიდან ან უკანასკნელი შვებულების შემდეგ ნამუშევარი დრო 3 თვეზე ნაკლებია – ნამუშევარი თვეების საშუალო ანაზღაურებიდან, ხოლო ყოველთვიური ფიქსირებული ანაზღაურების შემთხვევაში – ბოლო თვის ანაზღაურების მიხედვით.

დამატებით, მძიმე, მავნე ან საშიშპირობებიან სამუშაოზე მომუშავე დასაქმებულს ეძლევა დამატებითი ანაზღაურებადი შვებულება – წელიწადში 10 კალენდარული დღე.

აღსანიშნავია, რომ ანაზღაურებადი და ანაზღაურების გარეშე შვებულების გარდა დასაქმებულს თავისი მოთხოვნის საფუძველზე ეძლევა ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულება 730 კალენდარული დღის ოდენობით. აქედან, ანაზღაურებადია 183 კალენდარული დღე, ხოლო მშობიარობის გართულების ან ტყუპის შობის შემთხვევაში – 200 კალენდარული დღე.

ამასთანავე, დასაქმებულს, რომელმაც იშვილა ერთ წლამდე ასაკის ბავშვი, თავისი მოთხოვნის საფუძველზე ეძლევა ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულება ბავშვის დაბადებიდან 550 კალენდარული დღის ოდენობით. ამ შვებულებიდან ანაზღაურებადია 90 კალენდარული დღე.

ბავშვის მოვლის გამო დამატებითი შვებულება შეიძლება მიეცეს ნებისმიერ პირს, რომელიც ფაქტობრივად უვლის ბავშვს, რაც დამატებით გარანტიებს ქმნის ბავშვის მომვლელი პირისათვის.

ცნობისთვის, სოციალური მომსახურების სააგენტო განმარტავს, რა განსხვავებაა ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო დახმარებასა და ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულების ანაზღაურებას შორის.

ამასთან, განმარტებულია რა შეღავათებით სარგებლობენ ორსულები და მშობლები, რომლებსაც შვილი შეეძინათ, ან აიყვანეს.

ჩატვირთვა...

მსგავსი სტატიები