შემზარავი ავარია დაღუპულია ერთი და დაშავებულია 4 ადამიანი

გორის ცენტრალურ მაგისტრალზე ტოიოტას მარკის ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ამობრუნდა.

შემთხვევის შედეგად დაიღუპა ერთი ადამიანი ხოლო დაშავდა მანქანაში მსხდომი კიდევ ოთხი პირი, რომლებიც საავადმყოფოში არიან მოთავსებული.


ჩატვირთვა...

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276 მუხლის მეხუთე ნაწილით აღიძრა რაც საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვავს გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

წყარო

ჩატვირთვა...

მსგავსი სტატიები