შემთხვევა, რომელმაც ყველა აღაშფოთა – ექიმებმა ქალს ჯანმრთელი ფეხი მოჰკვეთეს

89 წლის რუსი, მარია დრონოვა, ოჯახის წევრებმა ქალაქ ვორონეზის საავადმყოფოში მარჯვენა ქვედა კიდურის ძლიერი ტკივილით მიიყვანეს, თუმცა, ქალს ქირურგებმა მარცხენა კიურზე უმკურნალეს.

ინფორმაცია Daily Mail-მა გაავრცელა.


ჩატვირთვა...

მარია მეორე მსოფლიო ომის ვეტერეანია. ის გერმანელებმა ტყვედ წაიყვანეს ნაცისტურ ბანაკში, მაგრამ 16 წლის ასაკში გამოუშვეს. ახლა ის რუსეთის საპატიო მათემატიკოსის ტიტულს ატარებს.

თავდაპირველად, რუსმა ქირურგემა მარცხენა ფეხის ამპუტაცია ჩაატარეს, მაგრამ 3 დღის შეცდომა აღმოაჩინეს. „დედაჩემს ახლა არც ერთი კიდური აღარ აქვს. ოპერაციების შემდგომ კონტაქტურია, მაგრამ არ ვიცი მომავალში რა მოხდება“, – განაცხადა მისმა შვილმა მედიასთან ინტერვიუში. ავადმყოფის ოჯახის წევრები სრულ პასუხისმგებლობას საავამყოფოს წარმომადგენლებს აკისრებენ. ქირურგები კი ამტკიცებენ, რომ პაციენტის სიცოცხლეს მარცხენა ფეხიც უქმნიდა საფრთხეს და ამპუტაცია პრევენციისთვის აუცილებელი იყო. დავა სასამართლოში გაგრძელდება.

 

ჩატვირთვა...

მსგავსი სტატიები