შეამოწმეთ, როგორი სიყვარული შეუძლია მას!

ხელისგულები არასოდეს იტყუება! ამიტომ შეაერთებინეთ ხელისგულები მას, ვინც თქვენი სიმპათიაა, აირჩიეთ შესაფერისი სურათი და გაიგეთ სიმართლე…


ჩატვირთვა...

სიყვარულის ხაზი ორივე ხელისგულზე ერთ სიმაღლეზეა

თუ თქვენს პარტნიორს ორივე ხელისგულზე ერთ სიმაღლეზე აქვს სიყვარულის ხაზი, ე.ი. გაგიმართლათ!
მას სერიოზული განზრახვები აქვს თქვენთან დაკავშირებით. ის უპირატესობას მუდმივ და მყარ ურთიერთობას ანიჭებს. თქვენი გულისსწორი რაციონალურია და ცხოვრებაში მკვეთრი ცვლილებები არ უყვარს.
ეს არის საღად მოაზროვნე ადამიანი მსუბუქი ხასიათით, რომლისთვისაც სხვათა აზრი მნიშვნელოვანია.

მარცხენა ხელისგულზე სიყვარულის ხაზი ქვემოთაა

ამ ადამიანს ურჩევნია, მისი პარტნიორი უფროსი იყოს, და თავადაც ახალგაზრდა ბრძენია. ასეთი ხელისგულების პატრონი სიყვარულში რომანტიკოსია და არ ემორჩილება წესებს. ის საკუთარ ინსტინქტს ენდობა, რომელიც იშვიათად ცდება.

მარცხენა ხელისგულზე სიყვარულის ხაზი მაღლაა

ეს ადამიანი არ ჩქარობს სერიოზული ურთიერთობის დაწყებას. მისთვის სიყვარული ბედნიერების აუცილებელი პირობა არ არის. მაგრამ როცა გადაწყვეტს, არჩევანს ასაკით თავისზე უმცროსსა და სხვა ეროვნების ადამიანზე გააკეთებს. მას თვალებით უყვარს, თავდაჯერებულია და საკუთარი შესაძლებლობებისაც სჯერა. მიზანმიმართული და დამოუკიდებელი ადამიანია, რომელიც სირთულეებს ადვილად უმკლავდება.

ჩატვირთვა...

მსგავსი სტატიები