“საიდან ვართ? – შეიცანი საქართველო” – ვაჟა კაკაბაძე

საიდან ვართ? – შეიცანი საქართველო


ჩატვირთვა...

უკვე არა მარტო ქართველი მეცნიერები (ჯავახიშვილი, ბერძენიშვილი, კვაშილავა და კიდევ მრავალნი), არამედ უცხოელი მეცნიერები ამტკიცებენ მჭიდრო კავშირს შუმერებსა და ქართველებს შორის, მაგალითად გ. კვაშილავა ასაბუთებს, რომ დასახელება „იბერიელი“ შუმერულად ნიშნავს – წყალგადაღმას მითოლოგიის მკლევარი გელივანი წერს: შუმერების ღმერთს ატუმს ჰყავდა ვაჟიშვილი (ძე) სახელად კა, ერთხელ კა დაიკარგა კოსმოსურ ქაოსში,შეწუხდა შუმერების ღმერთი და ცრემლი გადმოუვიდა თვალიდან რომლის ერთი წვეთი ბენ–ბენის მთაზე დაეცა, დაცემის ადგილიდან აღმოცენდა ადამიანი ანუ ძე ღმერთისა კა (გელოვანი – ქართული მითოლოგია). ვეთანხმები ზემოთ ჩამოთვლილ მეცნიერებს და მოკგრძალებული წვლილი გამოკვლევაში მეც მინდა შევიტანო: ხშირად ვხვდებით ქართულ გვარებში ისეთ გვარებს, რომლებიც იწყება ასო ბგერებით “კა”–თი და მთავრდება დაბოლოებით “ძე”–თი, მაგალითად: კახეთელიძე. კაპანაძე, კასრაძე, კაკაბაძე და ასე შემდეგ. განსაკუთრებით საინტერესოა ჩემი გვარი რომელშეც ასო ბგერები “კა” ორჯერ გამოიყენება, ხოლო “ძე” გამოიყენება როგორც ქართული ახსნით “ძე” ანუ ვაჟი, ასევე აფხაზური ახსნით “ბა” იგივე გაგებით ანუ ვაჟი (მაგალითად: აჩბა, ტარბა და ასე შემდეგ). მთიან საქართველოში ხევსურეთში, თუშეთში, ბგერების კავშირი “კა” გამოიყენება როგორც სიკეთის და სილამაზის აღმნიშვნელი სინონიმი, მაგალითად: კაწალხევი (მდინარე სოფელ ბარისახოს ჩრდილოეთით და სოფელ ჩარგალის დასავლეთით; ერთვის მდინარე არაგვს); ხშირად ხევსურეთში კარგი ადამიანის დასახასიათებლად  ასობგერათა კავშირს “კა”–ს ხმარობენ, მაგალითად კა–კაცი, კა–კომლი; ასევე უნდა აღინიშნოს შემდეგი დასახელება, რომლებიც დაკავშირებულია “კა”–სთან, მაგალითად კარიბჭე (ცის სასუფეველში შესასვლელი). ეს გამოკვლევა ასახული მაქვს ჩემს წიგნში – “ფიქრი ფიქრისათვის”.

პატივისცემით, ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, ინჟინერ გეოლოგი, საქართველოს საინჟინრო აკადემიის წევრ–კორესპოდენტი, მწერალი ვაჟა კაკაბაძე.

ჩატვირთვა...

მსგავსი სტატიები