„როგორც იქნა კონცერტი თვალწარმტაც საქართველოში…”

ისლანდიელი მუსიკოსი ბიორკი საქართველოში დაგეგმილი ორი კონცერტის შესახებ სოციალურ ქსელში ინფორმაციას ავრცელებს.

„როგორც იქნა კონცერტი თვალწარმტაც საქართველოში – ორი შოუ“, – წერს ბიორკი „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე.


ჩატვირთვა...

აქვე აქვეყნებს ინფორმაციას საკონცერტო სივრცეებსა და თარიღების შესახებ.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, ლეგენდარული მუსიკოსი საქართველოში, თანამედროვე მუსიკისა და ვიზუალური ხელოვნების ფესტივალი SOU-ს დამოუკიდებელი პროექტის ფარგლებში ჩამოდის.

ბიორკი თბილისში, საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრის სიმების თანხლებით, ორ კონცერტს გამართავს.

31 ოქტომბერს თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში და 3 ნოემბერს ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სცენაზე.

კონცერტზე დასასწრები ბილეთების შეძენა შესაძლებელია ონლაინ გვერდის TKT.ge ის დახმარებით ან საკონცერტო სივრცეების სალაროებში.

ჩატვირთვა...

მსგავსი სტატიები