როგორ უნდა გაუგოს მამაკაცმა ორსულ ცოლს – “ინსტრუქცია” 9 თვის მანძილზე

როგორ უნდა გაუგოს მამაკაცმა ორსულ ცოლს: 


ჩატვირთვა...

1-3 თვე

1. ყოველ საღამოს მოიწამლეთ თავი – მაგალითად, ჭამეთ ვადაგასული თევზი  და რძე დააყოლეთ. შემდეგ გაიგებთ, რისთვისაც.

2. დილით, როცა გაიღვიძებთ, დალიეთ დასაძინებელი წამალი და წადით სამუშაოზე. თუ კი გული ძალიან გერევათ – სახლში დარჩით, მაგრამ კეთილ ინებეთ დაალაგოთ და საჭმელი გაამზადოთ.

3. ფეხებზე გამოიბით სილით სავსე პაკეთი – ნახევარ კილოიანები.

4. ჭამეთ ხაჭო. თუ კი არ გინდათ – ცოტ-ცოტა.

5. ეს არ ჭამოთ, თქვენთვის არ შეიძლება. არც ეს. არც ეს. უკეთესია – ვაშლი ჭამეთ.

6. ალკოჰოლი და გაზიანები დასალევები გამორიცხეთ.

7. დაწექით და კიდევ ერთი იოგურტი შეჭამეთ.

8. თუ კი პირღებინება გაქვთ, გაიწმინდეთ. ცოლს არ დაუძახოთ – მას არ ცალია.

9. წადით პოლიკლინიკაში და ჩააბარეთ სისხლი შიდსით და სიფილისით დაავადებულთათვის.

10. თვეში სამჯერ მიდით შემოწმებაზე პროქტოლოგთან.

3-6 თვე

1. მუცელზე წყლით სავსე პაკეტი მიიკარით.

2. არავითარ შემთხვევაში არ მოიხსნათ როცა იცვამთ.

3. არც ძილის დროს. როგორ თუ როგორ? გვერდზე! ან ზურგზე.

4. დილით დამაძინებლის მიღება არ დაგავიწყდეთ.

5. სამუშაოზე წასვლისას დალიეთ ერთი ლიტრი წყალი.

6. მიიღეთ ლიტრი წყალი, შემდეგ შარდმდენი საშუალება და დაწექით დასაძინებლად.

7. ცხვირში გაიკეთეთ ბამბა , ისე რომ ამოსუნთქვა შეგეძლოთ, მაგრამ მძიმედ და ძნელად. ბამბა ატარეთ გამუდმებით.

8. სუნთქვა გიჭირთ? ოთახი ხშირად გაანიავეთ – ზოგიერთს ეხმარება.

9. წადით პოლიკლინიკაში და ჩააბარეთ სისხლი ვენიდან. როგორ თუ რისთრვის? სიფილისიანებისთვის და სპიდიანებისთვის. მაგას არ აქვს მნიშვნელობა, კიდევ ერთხელ.

10. თვეში სამჯერ მიდით შემოწმებაზე პროქტოლოგთან, წყლის პაკეტი არავითარ შემთხვევაში არ მოიხსნათ.

6-9 თვე

1. ყოველ დილით დაჯექით ბრუნვად სკამზე და იტრიალეთ 10 წუთის განმავლობაში.

როცა ვესტიბულური აპარატი საბოლოოდ უარზე იქნება თქვენთან თანამშრომლობაზე – ადექით და სამუშაოზე წადით. ახ, თავბრუ გესმით? თანაგიგრძნობთ, იმედია გაგივლით.

2. პაკეტში წყალი დაამატეთ.

3. მიიღეთ შარდმდენი საშუალება, სამუშაოზე კი მიიღეთ თითო ჭიქა წყალი ყოველ ერთ საათში.

4. ეცადეთ სამუშაო ადგილი ხშირად არ დატოვოთ. იყავით ფხიზელი და ენერგიული მთელი სამუშაო დღის განმავლობაში.

თუ კი ეს ადვილად გამოგდით – გაზარდეთ ყოველდღიური დამაძინებელი პრეპარატების დოზა.

5. ასევე გაზარდეთ ფეხზე გამობმული სიმძიმეების წონა:

ეხლა ნახევარ კილოგრამიანის ნაცვლად 2-2 კილოანი სილით სავსე სიმძიმე გაიკეთეთ.

6. ღამით, როცა დაწვებით, არ მოიხსნათ წყლის პაკეტი და გახსოვდეთ, თქვენ განუმეორებელი უნდა იყოთ სექსში.

7. თუ კი გგონიათ, რომ თქვენი ცოლის ცხოვრებაში სხვა მამაკაცი გაჩნდა – გაგებით მოეკიდეთ ამას.

8. არ მოაკლოთ ყურადღება თქვენს ცოლს.

წარმოიდგინეთ – მასაც ხომ უჭირს!

9. წადით პოლიკლინიკაში და ჩააბარეთ სისხლი ვენიდან. როგორ თუ რისთვის? ისევ იგივე.

10. თვეში სამჯერ მიდით შემოწმებაზე პროქტოლოგთან. რათქმაუნდა პაკეტით, რა კითხვებია და ბოლოს… მაგრამ მიხვდით რომ ბოლომდეე?

ჩატვირთვა...

მსგავსი სტატიები