როგორ მოქმედებს ზღვა ადამიანზე – ფსიქოლოგების უახლესი რჩევები თქვენი ჯანმრთელობისთვის

სხვადასხვა სამეცნიერო ნაშრომში ვკითხულობთ, რომ ზღვა ადამიანს აბედნიერებს. ზღვა რელაქსაციის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა, გეხმარებათ თავი მშვიდად იგრძნოთ, გათავისუფლდეთ სტრესისგან, ავითარებს შემოქმედებითობას.

ზღვის ჰორიზონტით ტკბობა, ტალღების ხმა თუ მზის ჩასვლის შთამბეჭდავი სცენა ტვინისთვის სასარგებლოა. ამ დროს ორგანიზმში გამომუშავდება ბედნიერების ჰორმონები, დოპამინი და სეროტონინი. ამასთან, სუფთა ჰაერი ფილტვების ფუნქციონირებისთვის ძალიან სასარგებლოა.


ჩატვირთვა...

მოგეხსენებათ, რომ მარილს ბუნებრივი ანტიბაქტერიული თვისებები გააჩნია. სწორედ ამიტომ თუ გაწუხებთ აკნე, ზღვის მარილიანი წყალი მდგომარეობას მნიშვნელოვნად შეგიმსუბუქებთ. ადამიანები ხშირად განმარტავენ, რომ სანაპიროზე ნებივრობის წყალობით, ენერგიის მოზღვავებას გრძნობენ. ცურვის წყალობით, თქვენი კუნთები მკვრივდება. ამასთან, წყალში ცურვა მხოლოდ მკვრივი კუნთითა თუ მიმზიდველი რუჯით არ დაგაჯილდოვებთ – ექსპერტები განმარტავენ, რომ სანაპიროზე ნებივრობის შემდეგ ადამიანებს მშვიდად სძინავთ და ძალიან იშვიათად აწუხებთ ძილთან დაკავშირებული რაიმე სახის პრობლემა.

ზღვის კურორტზე გატარებული ნებისმიერი დღე თქვენი ფსიქიკური და ფიზიკური ჯანმრთელობისთვის ძალიან სასარგებლოა

მზის სხივების წყალობით, ორგანიზმი ითვისებს Dვიტამინს, რომლის დეფიციტიც ბევრ ადამიანს აქვს. D ვიტამინიძალიან მნიშვნელოვანია ძვლისა და კბილებისჯანმრთელობისთვის. ის იცავს და აუმჯობესებს იმუნურსისტემას. D ვიტამინის წყალობით, ორგანიზმი კალციუმსმოიხმარს. თუმცა, ნუ გამოიყენებთ მის სასარგებლო თვისებებს ბოროტად. ჯანმრთელობისთვის სახიფათოა შუადღის მზის გულზე სანაპიროზე ყოფნა. რეკომენდებულია, რომ მზის სხივებით დატკბეთ დილით და საღამოს. ისარგებლეთ მზისგან დამცავი ლოსიონით!

თუ გარკვეული მიზეზების გამო მთელი წლის განმავლობაში ვარჯიშს ვერ ახერხებდით, დროა, სანაპიროზე ირბინოთ ან ველოსიპედით ისეირნოთ.

მარილიანი წყალი კანს მაგნიუმით ამდიდრებს. ეს მინერალი ძალიან მნიშვნელოვანია კუნთის ფუნქციონირებისთვის.

ადამიანი, რომელიც ზღვის ხედს ხედავს ბედნიერია, ნაკლებად ღიზიანდება და თავს მშვიდად გრძნობს.

ჩატვირთვა...

მსგავსი სტატიები