რატომ ჰქვია მტკვარს მტკვარი? – საინტერესო ფაქტები ამიერკავკასიის უდიდეს მდინარეზე

ნამ­დვი­ლად არ ვიცი, რო­გო­რი იქ­ნე­ბო­და, ჩვე­ნი საყ­ვა­რე­ლი თბი­ლი­სი, აქ მდი­ნა­რე მტკვა­რი რომ არ ჩა­მო­ე­დი­ნე­ბო­დეს და ქა­ლაქს შუ­ა­ზე არ ჰყოფ­დეს… უპირ­ვე­ლე­სად ამ­დე­ნი ხი­დის აგე­ბა ალ­ბათ სა­ჭი­რო არ გახ­დე­ბო­და, ერთი დიდი ავ­ტო­ბა­ნიც ქა­ლაქს გან­ტვირ­თავ­და და და­ამ­შვე­ნებ­და, მაგ­რამ ლა­მის ყვე­ლა დიდი ქა­ლა­ქი ხომ მდი­ნა­რე­ზეა გა­შე­ნე­ბუ­ლი და არც აქ დარ­ღვე­უ­ლა ეს წესი…სხვა მხრივ კი, რო­გორც ქა­ლაქ­ში ძვე­ლად ამ­ბობ­დნენ, მტკვა­რი თბი­ლი­სე­ლო­ბის ხა­რის­ხის გან­მსა­ზღვრე­ლიც კი იყო. დიახ, იმის გამო, რომ თბი­ლი­სი მარ­ცხე­ნა და მარ­ჯვე­ნა სა­ნა­პი­რო­ე­ბად არის და­ყო­ფი­ლი, მარ­ჯვე­ნა სა­ნა­პი­რო­ზე ცხოვ­რე­ბა (არ ვიცი რა­ტომ, მაგ­რამ) იმ­თა­ვით­ვე პრეს­ტი­ჟუ­ლად მი­იჩ­ნე­ო­და, მარ­ცხე­ნა შე­და­რე­ბით ნაკ­ლე­ბად პრეს­ტი­ჟუ­ლი იყო. ეს და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა სამ­წუ­ხა­როდ თუ სა­ბედ­ნი­ე­როდ, დღემ­დე ცო­ცხა­ლია, რომ ვი­თომ “მე­მარ­ჯვე­ნე­ე­ბი უფრო კარ­გი ტი­პე­ბი” არი­ან…

…უფ­რო­სი თა­ო­ბის­გან ისიც მსმე­ნია, – მარ­ცხე­ნა-მარ­ჯვე­ნა ნა­პირ­ზე მცხოვ­რე­ბი ქა­ლა­ქე­ლე­ბი ერ­თმა­ნეთს გაღ­მე­ლებს ეძახ­დნენ. მა­გა­ლი­თად, თუ “პლე­ხა­ნო­ვე­ლი” ვე­რა­ზე გა­დი­ო­და, ამას “გაღ­მა გას­ვლა” ერ­ქვა და პი­რი­ქით… მოკ­ლედ, მტკვა­რი ყვე­ლა გა­გე­ბით, ქა­ლა­ქის­თვის და არა მარ­ტო მის­თვის, სე­რი­ო­ზუ­ლი “გამ­ყო­ფი” აღ­მოჩ­ნდა.


ჩატვირთვა...

ლი­რი­კუ­ლი პრო­ლო­გი იქით იყოს და რე­ა­ლუ­რად მდი­ნა­რე მტკვა­რი სა­ქარ­თვე­ლოს (ამი­ერ­კავ­კა­სი­ის) უდი­დე­სი მდი­ნა­რეა. (azer. Kür; Turq. Kura), სა­თა­ვეს თურ­ქეთ­ში, 2742 მ-ზე, ყი­ზილ-გი­ა­დუ­კის მთის აღ­მო­სავ­ლეთ კალ­თა­ზე იღებს. სა­ბო­ლო­ოდ კი, კას­პი­ის ზღვას აზერ­ბა­ი­ჯა­ნის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ერ­თვის. მისი სიგ­რძე 1364 კმ (185 კმ თურ­ქეთ­ში, 390 კმ სა­ქარ­თვე­ლო­ში, 789 კმ აზერ­ბა­ი­ჯან­ში), აუ­ზის ფარ­თო­ბი 188 ათ. კმ2. მტკვრის აუზი მო­ი­ცავს: სომ­ხე­თის ტე­რი­ტო­რი­ას, აზერ­ბა­ი­ჯა­ნი­სა და სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ის დიდ ნა­წილს, ასე­ვე თურ­ქე­თი­სა და ირა­ნის ტე­რი­ტო­რი­ის ნა­წილს. მისი ან­ტი­კუ­რი სა­ხელ­წო­დე­ბაა Cyrus, თურ­ქე­ბი და აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლე­ბი Kür-ს უწო­დე­ბენ. განაგრძეთ კითხვა

ჩატვირთვა...

მსგავსი სტატიები