რას ნიშნავს წითელი ძაფი მაჯაზე? და აქვს თუ არა ძაფის ფერს მნიშვნელობა?

მაჯაზე შებმული ძაფის ენერგიის ბევრს სჯერა. მაინც, რას ნიშნავს ეს და აქვს თუ არა ძაფის ფერს მნიშვნელობა?

ამბობენ, რომ მაჯაზე შებმულ წითელ ძაფს იღბალი მოაქვს. მაგრამ განა ბევრმა იცის, რომ სხვა ფერებიც არსებობენ, რომლებიც ბარაქა მოაქვს ანდა კეთილად ზემოქმედებს მოვლენებზე.
ცხოვრების ყოველი შემთხვევისთვის 7 ფერის ძაფია საჭირო:


ჩატვირთვა...

მწვანე ძაფი

სწორედ მწვანე ძაფია ყველაზე მეტად დამცავი. ის ყოველგვარ წამოწყებაში გვეხმარება. ის ზრდას, წარმატებას და აყვავებას უწყობს ხელს.

სალათისფერი მწვანე სიყვარულს გვაზიარებს და სურვილს გვისრულებს.

 

მუქი მწვანე
მუქ მწვანე ძაფს მნიშვნელოვანი შეხვედრისას იკეთებენ. ის ამშვიდებს მფლობელს და ადამიანის გარშემო ჰარმონიულ და მშვიდ აურას ქმნის.

ნარინჯისფერი
ეს ძაფი მართლაც ყველას უნდა ეკეთოს! მას წარმატება მოაქვს და მფლობელს უარყოფითი ენერგიის ზემოქმედებისგან და დაავადებებისგან იცავს.

ვარდისფერი

თუკი გოგონები პაემანზე მიდიხართ ანდა გულისსწორს სახლში ელოდებით – აუცილებლად შეიბით ვარდისფერი ძაფი. ის ქალურ ენერგიას ზრდის. თვით შებას დედოფალი ატარებდა ამგვარ ძაფს მაჯაზე. ის განთქმული იყო თავისი სიბრძნით და არაჩვეულებრივი მომხიბვლელობით.

ყვითელი

ამგვარ ძაფს ძალიან ძლიერი დამცავი თვისებები აქვს. ექსტრასენსებსაც კი ამგვარი უკეთიათ. მათი აზრით, ის შავი მაგიისგანაც კი იცავს და კარიერაში უმაღლეს მწვერვალებზე აჰყავს.

ლურჯი
თუკი ბიზნესში წარმატება გსურთ, კონკურენციასთან გამკლავება და ნამდვილი წარმატების მიღწევა, მაშინ ეს ძაფი თქვენთვისაა.
ლურჯი ძაფი ადამიანებს თქვენ მიმართ კეთილად განაწყობს, გეხმარებათ მიზანზე კონცენტრაციაში და წარმატების მიღწევაში.

ცისფერი

თუკი ცხოვრებაში თავგზა აგებნათ და არ იცით, რჩევისთვის ვის მიმართოთ, იისფერი ძაფი შეიბით.
ამგვარი თილისმა სულიერ მასწავლებელს ანდა უბრალოდ კეთილი რჩევის მომცემს, უფროს მეგობარს გაპოვნინებთ, რომელიც ვითარების მოგვარებაში დაგეხმარებათ.

როგორც ხედავთ, ყოველი ფერი სხვადასხვა ენერგიას იზიდავს. ფერების გაერთიანებით თქვენ ცხოვრების აუცილებელ მხარეს გააძლიერებთ.

წყარო

ჩატვირთვა...

მსგავსი სტატიები