რას მალავს თქვენი ქვეცნობიერი?

თქვენი ქვეცნობიერი შესაძლოა, საინტერესო ინფორმაციას მალავდეს. ამის გასაგებად აირჩიეთ ერთი სიმბოლო, რომელიც ყველაზე მეტად შეგესაბამებათ, და წაიკითხეთ შედეგები.


ჩატვირთვა...

1. გული
გიყვართ ფანტაზიის სამყაროში ცხოვრება და ოცნებობთ იდეალურ სიყვარულზე. გულის სიმბოლო შესაძლოა, იმაზეც მიუთითებდეს, რომ საკუთარი გრძნობების გამოხატვა გიჭირთ და ელოდებით, როდის მიხვდებიან თქვენი გულის საიდუმლოს. ეს ურთიერთობაში ბარიერს გიქმნით და მარტოობის გრძნობას გაგიმძაფრებთ.

2. თასი
ამბიციური ხართ, გიყვართ კონკურენცია და ყოველთვის იმარჯვებთ. ძნელად იტანთ დამარცხებას და ამაში ყოველთვის სხვებს ადანაშაულებთ. შესაძლოა, ფიქრობთ, რომ უნიკალური ხართ და მხოლოდ საუკეთესოს იმსახურებთ. თასი – სიამაყის, ძალის და დიდი წარმატებების სიმბოლოა.

3. წვეთი
ეს სიმბოლო უარყოფით ემოციებზე, ტრავმებსა და შფოთზე მიგვანიშნებს. ცრემლის არჩევა ადამიანებთან თქვენი ძნელი ურთიერთობის ნიშანია. შესაძლოა, თავს მარტოსულად გრძნობთ და არ გყავთ ახლობელი ადამიანი, ვინც თქვენს პრობლემებს გაიგებს.

4. ფრინველი
ფრინველი პრობლემებისგან თავის დაღწევის სურვილზე მიგვანიშნებს. ზოგჯერ გაფრენა და ყველაფრის მიტოვება გინდათ. მშვიდობიან, უშფოთველ ცხოვრებაზე ოცნებობთ. მართალია, გესმით, რომ ეს ჯერ მიუღწეველია, მაგრამ პერსპექტივებსა და ბარიერების გადალახვის შანსებს უკვე ხედავთ.

ჩატვირთვა...

მსგავსი სტატიები