რა შეიძლება გახდეს უშვილობის მიზეზი?!

“დამანგრევლად მოქმედებს ქალის ორგანიზმზე ხელოვნური აბორტი”

უშვილობა ნებისმიერი ოჯახისთვის ძალიან დიდი სასჯელია. ეს პრობლემა უძველესი დროიდან იქცევდა მეცნიერებისა და ექიმების ყურადღებას, მაგრამ დღემდე არ არის ბოლომდე შესწავლილი. რა იწვევს უნაყოფობას და როგორ მკურნალობენ მას ქართველი ექიმები? – ამ და სხვა კითხვებზე მეან-გინეკოლოგი,ლადო კახაძე გვიპასუხებს.


ჩატვირთვა...

 – მინდა, მკითხველმა ერთი რამ გაისიგრძეგანოს: `უშვილობა~ ცუდი სიტყვაა, რომელიც საერთოდ უნდა ამოვიღოთ ხმარებიდან. ეს სასიკვდილო განაჩენივით ჟღერს და ხშირად, საფრთხობელას როლს თამაშობს, რადგან პირდაპირ მოქმედებს ტვინზე და ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე. დავარქვათ ამას რეპროდუქციული ფუნქციის არასრულფასოვნება. ყველა ადამიანი ინდივიდუალიზმით გამოირჩევა, ამიტომ რეპროდუქციული ფუნქციაც ინდივიდუალურია. მაგალითად: მზე ყველასთვის თანაბრად ანათებს, მაგრამ კანზე მისი დასხივება ერთ ინდივიდში კიბოს იწვევს, ხოლო მეორეში – მხოლოდ გარუჯვას. მთავარია, როგორ დახვდები მზის სხივებს და რა გენეტიკური მონაცემები გაქვს. კიდევ ერთი მაგალითი: ტუბერკულოზის ჩხირი დაფრინავს და ყველგან არის, მაგრამ ყველა არ ავადდება. თუ ორგანიზმი დასუსტებულია, მაშინ მეტია შანსი, რომ ადამიანი დასნებოვნდეს. ორგანიზმში ყველაფერი მკაცრად ინდივიდუალურია, იგივე ითქმის რეპროდუქციულ ფუნქციაზეც.

– ბატონო ლადო, მაინც, რა შეიძლება გახდეს უნაყოფობის მიზეზი?

– შვილის არყოლის მიზეზი მარტო ქალში არ უნდა ვეძებოთ. არც ერთი ნორმალური ექიმი არ დაეთანხმება იმას, რომ უნაყოფობაში ქალი დაადანაშაულოს. შეიძლება, ქალი ჯანმრთელი იყოს და კაცს არ ჰქონდეს რეპროდუქციული ფუნქცია წესრიგში. უნაყოფობის მიზეზი უამრავია და ეს მიზეზები შეიძლება, ჯგუფებად დალაგდეს, მაგრამ მათ შორის ყველაზე გავრცელებულ შემთხვევებს გამოვყოფ: ცენტრალური ნერვული სისტემა, ენდოკრინული სისტემა, ანატომიური წყობა, მოწიფულობის დონე და გარემო ფაქტორები – ეს ყველაფერი ქმნის დადებით ან უარყოფით ფაქტორებს მომავალი სიცოცხლის ჩასახვისთვის. როდესაც გოგონა სიმწიფეში შედის და მენსტრუალური ციკლის პრობლემები აქვს, ის სრულყოფილად უნდა იქნას შესწავლილი. შეიძლება, გარეგნულად კარგად ვითარდებოდეს, მაგრამ მისი საშვილოსნო ინფანტილური იყოს. ზოგიერთს საშვილოსნო საერთოდ არ აქვს და რა თქმა უნდა, ასეთ დროს უნაყოფობა გარდაუვალია. ზოგჯერ ნორმალურ საკვერცხეზე ან საშვილოსნოზე უარყოფითად მოქმედებს კუჭ-ნაწლავის პრობლემები, ან სხვადასხვა ორგანოს ანთებები, მათ შორის, შარდის ბუშტის ანთება, რაც შეიძლება გახდეს კვერცხსავალი მილების დაზიანების მიზეზი. კვერცხსავალი მილების მექანიკურად გაუვალობის შემთხვევაში, კვერცხუჯრედი ვერ აღწევს საშვილოსნოს ღრუში. დამანგრევლად მოქმედებს ქალის ორგანიზმზე ხელოვნური აბორტი, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ეს პირველი ორსულობის დროს ხდება. პირველი აბორტი გაცილებით მავნებელი და საშიშია, ვიდრე შემდეგი აბორტები. მოკლედ, ძალიან ბევრი მიზეზის ჩამოთვლა შეიძლება…

ჩატვირთვა...

მსგავსი სტატიები