ქვეითად მოსიარულე დედას და მცირეწლოვან შვილს მანქანა დაეჯახა

ზუგდიდში, ქვეითად მოსიარულე დედა-შვილს მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა, რის შედეგადაც დედა დაშავდა.

დაშავებული ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც, მედიკოსების ინფორმაციით, მას გამოკვლევები უტარდება. ამავე ცნობით, მისი მდგომარეობა, პირველადი დაკვირვებით, სტაბილურია.


ჩატვირთვა...

 

“პაციენტს კოჭ-წვივისა და ქვედა სახსრის მოტეხილობა აღენიშნება”, – თქვა ჰოსპიტალის სამედიცინო მენეჯერმა სულხან ორჟონიამ.

თვითმხილველების ინფორმაციით, მცირეწლოვნის საავადმყოფოში გადაყვანა საჭირო არ გახდა.

შს სამინისტროში მომხდარზე გამოძიება სს კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია.

ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.

ავტოსაგზაო შემთხვევის გამომწვევი მიზეზი, ჯერჯერობით, უცნობია.

digest.pia.ge

ჩატვირთვა...

მსგავსი სტატიები