ქვები, რომლებიც ცხოვრებას გაგიმარტივებთ და პრობლემების მოგვარებაში ნამდვილად დაგეხმარებათ – ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

დაბადების თვე განსაზღვრავს იმას, თუ რომელი ქვა უნდა ატაროთ:

იანვარი


ჩატვირთვა...

თუ იანვარში დაბადებულებს წარმატების, სიმდიდრისა და ბედნიერების მოზიდვა სურთ, ლალი და ზურმუხტი უნდა ატარონ. ქალბატონებო, შეიძინეთ ან დაამზადებინეთ ამ ძვირფასი ქვების საყურე. ლალი და ზურმუხტი ერთად არ გაიკეთოთ, ეს შეამცირებს მათ ეფექტურობას. რაც შეეხებათ მამაკაცებს, სასურველია ჰალსტუხზე დაიმაგრონ ბროში – ზომას მნიშვნელობა არ აქვს.

 

თებერვალი

თებერვალში დაბადებულებისთვის ზედგამოჭრილია ამეთვისტო და იასპი. თუ თქვენს ცხოვრებაში არასახარბიელო ეტაპი გაიწელა ან პირიქით, გსურთ, რომ რაც შეიძლება დიდხანს გასტანოს იმ ბედნიერებამ ახლახან  რომ დაგატყდათ თავზე, შეიძინეთ ამეთვისტოს ან იასპის ყელსაბამი. ასევე, გირჩევთ სახლში იქონიოთ ამ ქვებით მოჭედილი სუვენირი.

 

მარტი

მარტში დაბადებულებს სამკაულების ზარდახშაში აუცილებლად უნდა ეგულებოდეთ  ნეფრიტი და აქვამარინი. თუ სულიერად გიჭირთ, ყოველდღე ატარეთ აქვამარინი, ხოლო თუ ფინანსური კრიზისი გაქვთ, ნეფრიტი გაიხადეთ ყოველდღიურობის მეგზურად. თუ სამსახურიც გაქვთ, კარგი შემოსავალიც და შინაგანი ბალანსიც, მაგრამ სიყვარულში არ გიმართლებთ, გაიკეთეთ  აქვამარინი მხოლოდ სამშაბათობით და ხუთშაბათობით. მათ, ვისაც ჯანმრთელობის პრობლემები აწუხებთ, ვურჩევთ, ნეფრიტი გამოიყენონ შაბათობით, მთელი დღის განმავლობაში არ მოიხსნათ სამკაული.

აპრილი

აპრილის თვეში დაბადებულებისთვის წარმატება, სიმდიდრე და ბედნიერება  ბრილიანტს მოაქვს. ასევე, აღსანიშნავია ოპალის მნიშვნელოვანი როლი, რომელიც შეიძლება ითამაშოს მათ ცხოვრებაში. იმისთვის რომ შეგიმცირდეთ სანერვიულო და სადარდებელი, სასწრაფოდ გჭირდებათ ბრილიანტის სამაჯური ან ოპალის ბეჭედი.  თუ ორივეს იყიდით, შეგიძლიათ მშვიდად იყოთ, ნელ-ნელა ფორტუნა თქვენკენ მობრუნდება და განვითარდება მოვლენები, რომელზეც  მხოლოდ თუ იოცნებებდით.

მაისი

თუ მაისში დაიბადეთ, აუცილებლად უნდა გქონდთ საფირონი და აქატი. სასურველია, აქატის ყელსაბამი შეიძინოთ ან ამ ქვით გაწყობილი ე.წ. ბრელოკი ჩანთისა თუ  გასაღებთა აცმისთვის. რაც შეეხება საფირონს, ის თავის ძალას საუკეთესოდ ავლენს მაშინ, როცა ყელსაბამად მოირგებენ ხოლმე.

ივნისი

ივნისში დაბადებულებს შინ ალექსანდრიტით მოჭედილი  ჩარჩო  ან  სარკე  უნდა ჰქონდეთ. ამ სარკეში არასდროს ჩაიხედოთ მოღუშული სახით! ჩარჩოში კი ჩასვით ფოტო, რომელიც განსაკუთრებულად ბედნიერ ან წარმატებულ დღეს გადაიღეთ. გარდა ამისა, ივნისში დაბადებულებმა ხშირად უნდა ატარონ მთვარის ქვა, რომელიც თმის სამაგრზე იქნება დამაგრებული ან სამოსზე.

ჩატვირთვა...

მსგავსი სტატიები