ქართველი მოდელი, რომელიც ბერად აღიკვეცა – გზა პოდიუმიდან მონასტრამდე

ლაშა ბორძიკული – წარსულში წარმატებული მოდელი, რომელმაც ცხოვრების ინტერესები ადრეულ ასაკში რადიკალურად შეიცვალა და სამოდელო ბიზნესიდან საეკლესიო ცხოვრებაში გადაინაცვლა, დღეისთვის ბერია.


ჩატვირთვა...

ვიდრე მოგითხრობდეთ, თუ სად მსახურობს ლაშა ბორძიკული – ახლა უკვე ბერი დიონისე, მისი სამოდელო კარიერის შესახებ გიამბობთ.

მამა დიონისემ საერო ცხოვრებაში სამოდელო საქმიანობა “მისტერ ვალენტინის” კონკურსით დაიწყო. მომდევნო ნაბიჯი ამ სფეროში წარმატების მისაღწევად კიდევ ერთ კონკურსში – “მისტერ საქართველოში” მონაწილეობით გადადგა. მოდელი ლაშა ბორძიკული კარიერის გაგრძელებას მადრიდშიც აპირებდა, თუმცა მისი ცხოვრება, ყველას გასაოცად, რადიკალურად შეიცვალა და მან სამოდელო კარიერას ბერის ცხოვრება ამჯობინა.

 ბერად აღკვეთის შემდეგ მამა დიონისე ჩრდილოეთ ამერიკაში, აგრეთვე კანადაში მოღვაწეობს. ის ბერად საბერძნეთში აღიკვეცა. ამბობს, რომ ამის მიზეზი “რაიმე სერიოზული შემთხვევა ან ტრაგედია არ გამხდარა”.
ჩატვირთვა...

მსგავსი სტატიები