ქალმა, რომელიც 10 წელია კომაშია, ბავშვი გააჩინა – მამას საავადმყოფოს თანამშრომლებს შორის ეძებენ

არიზონას შტატის საავადმყოფოში, პაციენტმა ქალმა, რომელიც 10 წელია კომაშია, ბავშვი გააჩინა. პოლიციამ ფაქტზე გამოძიება გაუპატიურების მუხლით დაიწყო, გამოძიებამ კლინიკის თანამშრომლების დნმ-ის ანალიზის საფუძველზე უნდა დაადგინოს, ვისგან დაორსულდა პაციენტი.


ჩატვირთვა...

ქალი კომაში დაახლოებით 10 წლის წინ უბედური შემთხვევის შედეგად ჩავარდა, ბავშვი კი 2018 წლის 29 დეკემბერს გააჩინა. ახალშობილს თავდაპირველად სუნთქვის პრობლემა ქონდა, თუმცა მდგომარეობა გამოსწორდა და ის ახალა ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.

კლინიკა Hacienda, რომელიც არიზონაში მდებარეობს, პალიატიურ მზრუნველობას ახორციელებს განუკურნებელი დაავადების მქონე პაციენტებზე.

როგორც ტელეკომპანია CBS-ი წყაროზე დაყრდნობით იტყობინება, საავადმყოფოს პერსონალმა პაციენტის ორსულობის შესახებ არ იცოდა. კლინიკაში აცხადებენ, რომ „მომხდარით ღრმად შეშფოთებულები არიან“. როგორც ტელეკომპანიის ეთერში განაცხადეს ქალს მუდმივი მოვლა სჭირდებოდა და მასთან ოთახში კლინიკის ბევრი თანამშრომელი შედიოდა.

ქალის ოჯახის ადვოკატის თქმით, ოჯახი ძალიან შეწუხებულია იმით, რომ მათი შვილი ძალადობის მსხვერპლი გახდა და კლინიკამ მასზე არასათანადო ყურადღება გამოიჩინა, თუმცა როგორც ადვოკატი აცხადებს, ოჯახი მზადაა ბავშვი მიიღოს და მასზე იზრუნოს.

ჩატვირთვა...

მსგავსი სტატიები