პოლიციაში თავის ფეხით მისული ინტერპოლის ძებნილი ქართველმა პოლიციელებმა ვერ იცნეს და „დაგუგლეს“

ბრიტანელი ჯეკ შეპარდი, რომელსაც 24 წლის შარლოტა ბრაუნის მკვლელობისთვის 6 წლიანი პატიმრობა დაუსწრებლად აქვს მისჯილი და ძებნაშია, ბოლო რამდენმე თვეა საქართველოში იმყოფება.


ჩატვირთვა...

ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი ქართველ სამართალდამცავებს „კურიერის“ კამერის წინ ჩაბარდა. მასთან ექსკლუზიური ინტერვიუც სწორედ რუსთავი 2-ის ჟურნალისტმა ნინო ვარძელაშვილმა ჩაწერა.

ძებნილი შეპარდი საქართველოში 2018 წლის მარტიდან ცხოვრობდა და ქვეყანაში ისე გადაადგილდებოდა, რომ მას პრობლემა არ შექმნია. ჩეპარდი თბილისის ერთ-ერთ ცენტრალურ უბანში, ბაგებში ცხოვრობდა. კურიერის ინფორმაციით, ჩეპარდი სოციალურად საკმაოდ აქტიური იყო, ესწრებოდა სხვადასხვა სახის ღონისძიებებს, სადაც მასთან ერთად იყვნენ საგარეო საქმეთა სამინისტროსა და სამართალდამცავი უწყებების წარმომადგენლები. თუმცა ასეთ დროს არასოდეს მომხდარა მისი დაკავება. ჩეპარდი არ ყოფილა შემჩნეული არცერთ საეჭვო ქმედებაში და პოლიცია მისით არ დაინტერესებულა.

პოლიციაში შეპარდის გამოცხადების დროს კურიოზული შემთხვევაც კი მოხდა. როგორც „კურიერის“ ჟურნალისტი ჰყვება, პოლიციელებმა ის ვერ იცნეს და პიროვნება, რომელიც წითელი ცირკულარით იძებნება, მისი გუგლში მოძიება დაიწყეს. ჯერ შეპარდმა მისი სახელი და გვარი პოლიციელებს ფურცელზე თავად დაუწერა და ამის შემდეგ გუგლის მეშვეობით ქართველმა სამართალდამცავებმა იპოვეს.

ქართულ სასამართლოში ბრიტანელი ბრალდებულის უფლებებს ქართველი ადვოკატები დაიცავენ. მარიამ კუბლაშვილი და ტარიელ კაკაბაძე შეეცდებიან გამოძიება დაარწმუნონ, რომ მომხდარი უბედური შემთხვევა იყო და მათი დაცვის ქვეშ მყოფს ტრაგედიაში ბრალი არ მიუძღვის.

შემთხვევა, რომლის გამოც შეპარდს ბრიტანეთის პოლიცია ეძებს 2015 წლის დეკემბერში მდინარე ტემზაზე მოხდა. გამოძიების ინფორმაციით, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ჯეკ შეპარდი კატერს გადაჭარბებული სიჩქარით მართავდა, რის გამოც სატრანსპორტო საშუალება გადაბრუნდა და ახალგაზრდა ქალი მდინარე ტემზაში აღმოჩნდა, რის შედეგადაც ის დაიღუპა. შეპარდმა გოგონას დახმარება არ სცადა და შეცდომაში შეიყვანა სამაშველო სამსახურიც.

 

newposts.ge

ჩატვირთვა...

მსგავსი სტატიები