ფრჩხილის ლაქი ისეთ ნივთიერებას შეიცავს, რომელიც ასუქებს – უახლესი კვლევის შედეგები

მოემზადეთ, თქვენთვის ახალი ამბავი გვაქვს.


ჩატვირთვა...

როგორც ჩანს, სილამაზე მართლაც მოითხოვს მსხვერპლს, უფრო კონკრეტულად თვითნებურად მომატებულ კილოგრამებს. რაზე ვსაუბრობთ?

როგორც დუკის უნივერსიტეტისა და გარემოსდაცვითი სამუშაო ჯგუფის (EWG) ერთობლივი კვლევით იკრვევა, ფრჩხილის ლაქმა შესაძლოა წონაში მატება გამოიწვიოს.

კვლევის თანახმად, ზოგიერთი ფრჩხილის ლაქი შეიცავს ისეთ ნივთიერებას, რომელიც განაპირობებს წონის ცვლილებას.

ეს დამნაშავე ნივთიერება ტრიპენილ ფოსფატია, რომელიც ცნობილია, როგორც TPHP და ფრჩხილის ლაქების უმეტესობა შეიცავს. ეს ქიმიური ნივთიერება გამოიყენება იმისთვის, რომ ფრჩხილის ლაქი უფრო დამყოლი გახდეს.

მარისა მალვასო განმარტავს, რატომ არის ეს ინგრედიენტი ჩვენთვის სახიფათო.

„ ზოგიერთმა კვლევამ აჩენა, რომ TPHP ენდოკრინული …, რაც იმას ნიშნავს, რომ შესაძლოა ჰორმონების დისბალანსი გამოიწვიოს, რაც დაკავშირებულია ენდომეტრიოზთან, ფარისებრი ჯირკვლისა და წონის მატებასთან“ – ამბობს მალვასო.

კვლევაში ორასზე მეტი ქალი მონაწილეობდა. დაკვირვების შედეგად დადგინდა, რომ TPHP-ის შემცველიფჩხილის ლაქის წასმიდან 10-14 საათში, მათ ორგანიზმში გარკვეული ცვლილებები შეინიშნებოდა.

კვლევის თანაავტორი ჯოანა კონგლეტონი აცხადებს, რომ 1 500-ზე მეტი ფჩხილის მოვლის საშუალება შეიცავს ტრიპენილ ფოსფატს, რაც ძალიან საგანგაშოა.

„ფრჩხილის მოვლის პროდუქციის ძირითადი მომხარებლები გოგონები და ქალები არიან, რაც სერიოზულ საფრთხეს უქმნის მათ ჯანმრთელობას, შესაძლოა ამ ყველაფერმა რეპროდუქციულ ფუნქციაზეც იმოქმედოს“ – ამბობს ჯოანა.

კვლევის ავტორები მოგვიწოდებენ, კოსმეტიკური საშუალებების ყიდვისას, აუცილებლად დავაკვირდეთ, შეიცავს თუ არა ის TPHP-ს და გვირჩევენ, გამოვიყენოთ ნატურალური, არატოქსიკური საშუალებები. გამოიყენეთ მაღალი ხარისხის ფრჩხილის ლაქი, დაბალი ხარისხის და საფრთხის შემცველ ფრჩხილის ლაქს, სრულიად შეუღებავი ფრჩხილები სჯობს.

 

newposts.ge

ჩატვირთვა...

მსგავსი სტატიები