ფილმები, რომლებიც ზამთარს უხდება – 10 რომანტიკული ფილმი ცივი დღეებისთვის

1. Borrowed Hearts – ფილმი მოგვითხრობს კეტლინსა და მისი შვიდი წლის გოგონაზე, რომლებიც საკუთარ სახლზე ოცნებობენ. დედა და შვილი უცოლო ბიზნესმენ, სემს გაიცნობენ და საინტერესო, რომანტიკული თავგადასავალიც იწყება.


ჩატვირთვა...

2. „მეოჯახე“/The Family Man – ფილმის მთავარი გმირი, ჯეკ კემპბელი წარმატებული ახალგაზრდა ბიზნესმენია, რომელსაც კარიერის გარდა არაფერი ადარდებს. ფილმში ორი განსხვავებული ცხოვრება უპირისპირდება ერთმანეთს და დაგაფიქრებთ იმაზე, თუ რა არის უკეთესი, გყავდეს დიდი და ხმაურიანი ოჯახი, თუ იცხოვრო მარტომ, მაგრამ სუპერწარმატებული კარიერა გქონდეს.

3. „ეპისკოპოსის მეუღლე“/The Bishop’s wife – ახალი წელი და სადღესასწაულო დღეები ახლოვდება. სწორედ ამ დროს უწევს ეპისკოპოსის მეუღლეს ქორწინების გადარჩენაზე ზრუნვა.

4. „მაღაზია ქუჩის კუთხეში“/The Shop around the Corner – ეს არის ფილმი სასიყვარულო ურთიერთობაზე ორ ახალგაზრდას შორის, რომლებიც მოპირდაპირე მაღაზიებში მუშაობენ. ერთმანეთს წერილებით იცნობენ და წერილებით უყვართ და არ იციან, რომ რეალურ ცხოვრებაშიც ხშირად ხვდებიან ერთმანეთს.

5. „თეთრი შობა“/White Christmas –

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ორი მუსიკოსი გადაწყვეტს, რომ შოუ-ბიზნესში წარმატებას მიაღწიონ. ეს არის მხიარული ფილმი, რომელიც ბედნიერებით აგავსებთ და სასიამოვნო განწყობას მოგიტანთ.

6. „სანამ შენ გეძინა“/While You were Sleeping – შობის დღეს ლუსი სიცოცხლეს შეუნარჩუნებს მომხიბვლელ მამაკაცს, პიტერსდა მისი ოჯახის წევრებს პიტერის საცოლედ გაეცნობა. პიტერი კომაშია და არ იცის, რა ხდება მის გარშემო. სანამ ის გონს მოვა, ლუსის ცხოვრება რადიკალურად იცვლება.

7. „გაიხსენე ღამე“/Remember the Night – ფილმი ახალი წლის ღამის სასწაულმოქმედ ძალაში დაგარწმუნებთ და დაიჯერებთ, რომ ამ დროს ყველაფერი შეიძლება მოხდეს.

8. „ველური გული“/Untamed Heart – ფილმის მთავარ გმირს, ქეროლაინს სიყვარულში არასოდეს უმართლებდა. თუმცა მოულოდნელი შემთხვევის შემდეგ ყველაფერი იცვლება. ფილმი ამაღელვებელი სიყვარულის შესახებ მოგვითხრობს.

9. Mixed Nuts – შობის ღამე, კალიფორნია და შეშლილ ადამიანთა გუნდი, რომლებიც ნდობის ტელეფონზე მუშაობენ და ცდილობენ, რომ ადამიანები თვითმკვლელობისგან იხსნან. ფილმში ნახავთ უჩვეულო მახასიათებლების მქონე ადამიანებს და მის გმირებთან ერთად თქვენც აღმოჩნდებით უჩვეულო სიტუაციებში.

10. „ჯადოსნური შობა“/One magic Christmas – შობის ღამეს ყველაფერი შეიძლება მოხდეს, მაგრამ ზოგჯერ ვივიწყებთ ამას და აღარ გვჯერა სასწაულების. ფილმში მოთხრობილი ამბავი კი იმედით აგავსებთ და კვლავ დაიჯერებთ, რომ სასწაულები ხდება და ოცნებები სრულდება.

ჩატვირთვა...

მსგავსი სტატიები