ნინი შერმადინი „მისის პლანეტა 2018“ გახდა – „ჯერ არ გავგიჟებულვარ…“ – ვიდეო

„მეგობრებო, მიჭირს იმ ემოციის გადმოცემა, რაც მე გუშინ განვიცადე. მე წარვადგენდი საქართველოს „მისის პლანეტა 2018“- ზე. ეს არ გახლავთ სილამაზის კონკურსი, ეს არის წარმატებული ქალბატონების კონკურსი, სადაც ფასდება ინტელექტი, ტალანტი, ხასიათი, შრომისმოყვარეობა, სილამაზე და თავდაჯერებულობა. ეს არ არის სამოდელო კონკურსი, სადაც მოდელები გამოდიან, თორემ მასე ჯერ არ გავგიჟებულვარ, მანდ გავსულიყავი. რაც შეეხება იმ ადამიანებს, რომლებიც ჩემი ლანძღვით არიან დაკავებული მინდა ვუთხრა, რომ ძალიან ბედნიერი ვარ როცა ვხედავ ჟიური და ხალხი როგორ უდგას ფეხზე საქართველოს და არა მე. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ეკას, ფატუნას და ირინა პაპაზოვას რომ მაიძულეს და დამარწმუნეს მონაწილე ვყოფილიყავი ამ არაჩვეულებრივი კონკურსის, რამაც კიდევ უფრო შემმატა საკუთარი თავის რწმენა. დიდი მადლობა ყველას სიყვარულისთვის!“- წერს ნინი შერმადინი სოციალურ ქსელში.


ჩატვირთვა...

შეგახსენებთ, რომ 10 წელია, რაც მსოფლიოში მოდისა და ტალანტის კონკურსი გათხოვილებისთვის და განათხოვრებისთვის – „მისის პლანეტა“ტარდება. მესამე წელია, რაც საქართველოც შეუერთდა ამ კონკურსს. შარშან სოფი ახალაძე საუკეთესო ხუთეულში მოხვდა. წელს კი აღნიშნულ კონკურსზე მომღერალი ნინი შერმადინი გაემგზავრა.

კონკურსის ფინალი გუშინ გაიმართა. კონკურს ორი გამარჯვებული ჰყავს, უკრაინელი ლამაზმანი, რომელიც მოდელის პარამეტრებით შეფასდა და ნინი შერმადინი, რომელიც ტალანტის კუთხით საუკეთესო გამოდგა.

ჩვენ ვულოცავთ ნინის მორიგ წარმატებას და გთავაზობთ ნაწყვეტს მისი ინტერვიუდან, რომელიც მან „პრაიმტაიმს გამგზავრებამდე მისცა.

„– 6 წლის ვიყავი, პირველად ყვარელში სილამაზის კონკურსზე რომ გამოვედი და ძალიან დამჩაგრეს. გატეხილი თოჯინა მაჩუქეს. თმა ძვრებოდა და ხერხემალშიც გადამტვრეული იყო. ისე მახსოვს, როგორი მონდომებით ვემზადებოდი ამ კონკურსისთვის,პირველ ნომრად გამოვდიოდი და ძალიან ვღელავდი. იმდენი ვიტირე, გატეხილი თოჯინის გამო… არასდროს არ დამავიწყდება ეს იმედგაცრუება.

– და გადაწყვიტე, ბავშვობის ოცნება რეალობად აქციო?

– არა, მე არა, კონკურსის ორგანიზატორებს შევხვდი საქართველოში, მათი ინიციატივა იყო. მე უბრალოდ დავთანხმდი, ეს იყო და ეს. უარი არ ვთქვი, რადგან ეს ტალანტის კონკურსიც არის.

– საცურაო კოსტიუმის ტური იქნება?

– არა, რათქმაუნდა. სხვა შემთხვევაში არ გავიდოდი. არ მაქვს ისეთი ფორმები, რომ მსოფლიო კონკურსზე გამოვაჩინო.

– დიდ ხმაურსა და მხიარულებას გამოიწვევს შენი მონაწილეობა განათხოვრების მსოფლიო კონკურსზე…

– მეც ძალიან მეცინება ამაზე და სხვას როგორ ავუკრძალო (იცინის).

– რას ჰპირდები შენს გულშემატკივარს?

– სცენაზე დგომა და თავის წარმოჩენა არ მიჭირს. დანარჩენი ჟიურის მივანდოთ.

 

primetime.ge

ჩატვირთვა...

მსგავსი სტატიები