ნიკუშას მამას ოპერაცისთვის პირად ანგარიშზე 10 000 ლარს ჩაურიცხავენ

პატარა ნიკუშა ჭიჭიკოშვილისთვის თირკმლის გადანერგვის ოპერაციას საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი (სეუ) დააფინანსებს. ამის შესახებ უნივერსიტეტის თანამშრომელი შაკო მესხი სოციალურ ქსელში წერს.

,,იმედია კონკრეტული პიროვნება არ გამიბრაზდება…


ჩატვირთვა...

პატარა ნიკუშას თირკმლის გადანერგვის ოპერაციისათვის მამამისის პირად ანგარიშზე უნივერსიტეტი SEU ჩარიცხავს 10 000 ლარს.

უსაყვარლესი ნიკუშა, რომელმაც ასე ძალიან შეგვაყვარა თავი მთელ საქართველოს, ვუსურვებთ მალე გამოჯანმრთელებას.

Tatia Zukhbaia

#სიკეთეგვაერთიანებს

#სიკეთეგადამდებია

#SიკეთესEრთობაUნდა”, – წერს შაკო მესხი.

სოციალურ ქსელში გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ პატარა ნიკოლოზ ჭიჭიკოშვილს, რომელიც საზოგადოებამ “ქართველი ლუი ანდერსონის” სახელით სახალისო ვიდეოდან გაიცნო, სასწრაფოდ დახმარება ესაჭიროება.

ჩატვირთვა...

მსგავსი სტატიები