მტვრიანი ნისლი თბილისში ე.წ სმოგი – რა ხდება დედაქალაქში

თბილისსა და მის შემოგარენში უჩვეულო ნისლი ფიქსირდება. მოსახლეობა სოციალურ ქსელში ფოტოებს ავრცელებს და ვარაუდობს, რომ ქალაქში ე.წ. სმოგი დაფიქსირდა.

გარემოს ეროვნული სააგენტო თბილისსა და მის შემოგარენში არსებული უჩვეულო ნისლის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.


ჩატვირთვა...

სააგენტო განმარტავს, რომ ნისლი ცხელი ჰაერის მასებისა და გრილი ჰაერის მასების ურთიერთქმედებით არის განპირობებული.

„გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ქ.თბილისში და მის შემოგარენში ნისლი ფიქსირდება, ჰაერის ტემპერატურა +35 გრადუსია. ნისლი, განპირობებულია ქვეყნის სამხრეთი რაიონებიდან გავრცელებული ცხელი ჰაერის მასებისა და კავკასიანის ქედზე არსებული შედარებით გრილი ჰაერის მასების ურთიერთქმედებით. სააგენტოს სპეციალისტების განმარტებით, მსგავსი სინოპტიკური პროცესები ზაფხულის პერიოდისთვის ზოგჯერ დამახასიათებელია,“ – აღნიშნულია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

წყარო

 

ჩატვირთვა...

მსგავსი სტატიები