“მხოლოს იმით იყო ეს უბედური დედა ბედნიერი, რომ შვილის სიკვდილი ვერ გაიგო” – ტრაგედია ახალგაზრდა წყვილის ოჯახში

ტრაგედია დიდ დიღომში – ბუნებრივი აირის აფეთქების შედეგად 4 ადამიანი გარდაიცვალა. მათ შორისაა ახალგაზრდა გოგო ნათია ციცვიძე, რომელიც ქართულ-ამერიკულ სკოლაში ისტორიის პედაგოგად მუშაობდა.

უბედური შემთხვევა საცხოვრებელი კორპუსის მეექვსე სართულზე მოხდა.


ჩატვირთვა...

ნათია ცივცივაძე ტრაგედიისას ადგილზე გარდაიცვალა, რომელიც შემთხვევის დროს მეუღლესთან ფრიდონ ფირალიშვილთან და სამ მცირეწლოვან შვილთან ერთად იმყოფებოდა. დაშავებული არიან ასევე მისი მცირეწლოვანი შვილები, ერთ-ერთი 4 წლის ბიჭი გვიან ღამით “იმედის” კლინიკაში გარდაიცვალა, მძიმე მდგომარეობაშია ასევე 4 წლის გოგონაც, რომელიც იაშვილის კლინიკაში დაზიანებებით რჩება.

მეუღლე ფრიდონ ფირალაშვილი მსუვუქი დაზიანებებით კლინიკაში იყო მოთავსებული და დღეს დილით გაწერეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის მე-3 ნაწილით დაიწყო, რაც მშენებლობის ან ექსპლუატაციის დროს უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რომელსაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა.

ჩატვირთვა...

მსგავსი სტატიები