„მიცვალებულებს წელში ვერ გადავტეხავთ“ – მიცვალებულის მჯდომარე მდგომარეობაში დაკრძალვის ახალი წესი რომელიც საკრებულომ უკვე მიიღო

მიცვალებულის მჯდომარე მდგომარეობაში დაკრძალვის წესის თაობაზე, ზუგდიდის საკრებულოს მიერ მიღებული დადგენილება, საზოგადოების ნაწილის მხრიდან, ქილიკისა და მითქმა-მოთქმის საგანი გახდა.
ზუგდიდის საკრებულოს დადგენილებით, საფლავის სიღრმე არ უნდა იყოს 1.2 მეტრზე ნაკლები, ხოლო გარდაცვლილის მჯდომარე მდგომარეობაში დაკრძალვისას – არანაკლებ 1 მეტრისა. დადგენილება 2018 წლის 4 მაისს საკრებულოს მორიგ სხდომაზე მიიღეს.
როგორც წოწორია განმარტავს, დადგენილება მხოლოდ ზუგდიდის საკრებულოს არ მიუღია და აღნიშნული წესი განსაკუთრებულ შემთხვევებზე ვრცელდება.
„ეს დადგენილება მხოლოდ ჩვენი საკრებულოს მიერ არ არის მიღებული. იგივე დადგენილება აქვს დედაქალაქს, ასევე ქუთაისს, ბათუმს . მინდა განვმარტო, რომ აქ საუბარია ზოგადად, სასაფლაოების მოწყობისა და მოვლა-პატრონობის წესებზე. სხვა შემთხვევებთან ერთად არის განსაკუთრებული შემთხვევები, როდესაც სასაფლაოების ოპერატორი იძულებულია მჯდომარე მდგომარეობაში დაიკრძალოს მიცვალებული. მაგალითად, იყო ასეთი შემთხვევა, როდესაც უპატრონო მიცვალებული გაიყინა და მჯდომარე მდგომარეობაში იქნა ნაპოვნი, ამის გამო ფიზიოლოგიურ ნორმებში ვერ მოჰყავთ. ბოდიში, მაგრამ მიცვალებულს წელში ვერ გადავტეხავთ. განვმარტავ, რომ ეს არის პრაქტიკული მაგალითებიდან გამომდინარე მიღებული გადაწყვეტილება – იძულებულები ვართ, რიგ შემთხვევაში მიცვალებული მჯდომარე მდგომარეობაში დაიკრძალოს და დადგენილია მიწაყრილის პარამეტრი. ვიღაცებმა გაიგეს, რომ ზოგადად წესი შევცვალეთ და მიცვალებულებს მჯდომარე მდგომარეობაში ვკრძალავთ. ამასთან, ჩვენ ამის მაგალითი არ გვქონია, მაგრამ რელიგიური თვალსაზრისითაც ხდება, როდესაც მიცვალებულს მჯდომარე მდგომარეობაში კრძალავენ, ჩვენი მუნიციპალიტეტში მცხოვრებმა განსხვავებული მრწამსის ადამიანმა, რომ მოითხოვოს მისი მიცვალებულის მჯდომარე მდგომარეობაში დაკრძალვა -ამ შემთხვევაში ჩვენ უნდა გვქონდეს ის პარამეტრები, რომლებიც აუცილებლად დაცული უნდა იყო. ეს არის ზოგადი სტრუქტურა სასაფლაოების მართვისა, რომელმაც გაიარა სამართლებრივი ექსპერტიზაც გაიარა და არანაირი შენიშვნა არ ყოფილა იმიტომ, რომ ეს ჩვეულებრივი ნორმაა“

წყარო


ჩატვირთვა...
ჩატვირთვა...

მსგავსი სტატიები