მეცნიერები ახალ სექსუალურ ორიენტაციაზე საუბრობენ – რით იკმაყოფილებენ ასეთი ადამიანები სექსუალურ მოთხოვნილებას

კანადაში მეცნიერები ახალი სექსუალური ორიენტაციის-„ციფროსექსუალის“ შესახებ საუბრობენ. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც საკუთარ სექსუალურ მოთხოვნილებას უშუალოდ ტექნოლოგიების და ვირტუალური რეალობის მეშვეობით იკმაყოფილებენ. „შესაძლებელია დარწმუნებით განვაცხადოთ, რომ ვირტუალური სექსის ეპოქა დადგა“,- განაცხადა პროფესორმა ნილ მაკარტუმ. მისი თქმით, ტექნოლოგიური განვითარება მიგვიყვანს იქამდე, რომ უმრავლესობა პარტნიორად რობოტს ამჯობინებს.
„არავითარი ეჭვი არ არის იმაში, რომ სექს-რობოტების ეპოქა ახლოსაა. ხალხი მჭიდრო კავშირს დაამყარებს რობოტ-პარტნიორებთან. მათ შეკვეთით დაამზადებენ, რათა ადამიანების სურვილები დააკმაყოფილონ, ან გააკეთონ ის, რასაც პარტნიორი ადამიანები ვერ ან არ გააკეთებენ“,- განმარტა მაკარტუმ.
მკვლევარები მოუწოდებენ მედისკოსებს, გაიგონ „ციფროსექსუალურობის“ ბუნება და მზად იყვნენ ასეთ პაციენტებთან სამუშაოდ. რობოტოტექნიკის ფონდის (FRR) განმარტებით, უახლოეს დროში, სექს-რობოტებს მოხუცებულთა თავშესაფარში გამოიყენებენ და ასევე, წყვილებითვის, რომლებიც შორს არიან ერთმანეთისგან.
ჯერ-ჯერობით მსგავს რობოტებს 4 კომპანია აწარმოებს, მაგრამ ექსპერტების ვარაუდით, ეს ტენდენცია შესაძლოა გაფართოვდეს.


ჩატვირთვა...
ჩატვირთვა...

მსგავსი სტატიები