“ქალმა განწირული ხმით იყვირა არ გადახტე… არ დამღუპოვო… გავეკიდე… დალურჯებული ფეხებით კი დავბრუნდი სახლში მაგრამ 200 ლარი მედო ჯიბეში”

მოკლედ,
სამსახურის შემდეგ, თავისუფალ დროს ყოველთვის ვტაქსაობ ხოლმე…
ერთ საღამოს, დამიჯდა ორი ადამიანი, ქალი 60 წლამდე და მამაკაცი 35 წლამდე…. მითხრეს დანიშნულების ადგილი და მეც ჩავაჭირე გაზს ჩემს Sport Car-ზე…
ხუთი წუთის შემდეგ, მანდილოსანმა განწირული ხმით იყვირა – არ გააღო კარები არ გადახტეო…. შეშინებულმა მძლივს გავაჩერე მანქანა, მოვტრიალდი და რა ხდება თქო…
თურმე, ეს მამაკაცი ცოტა კიარა საკმაოდ ჭკუა ნაკლები აღმოჩდა,სამედიცინო ენაზე რომ ვთქვათ, აქვს ფსიქიკური პრობლემა მაგრამ უფრო გასაგებად რომ ვთქვათ, გიჟია რა 😀 😀
გააღო კარები და გადახტა… შვილო დაიჭორე არ დამღუპოვო ქალმა მითხრა და ამოვუდექი კვალში…მაგრამ არ გინდა დაიჭირო? აქლემის ფეხები გეგონებოდა ისე გარბოდა…
უარესი ის იყო, რომ მივუახლოვდები თუ არა იკუზება იღებს ქვას, მესვრის ფეხებში… 😀 😀 😀
სულ ცოტა, 20 წუთი ვსდიე. ბოლოს ლიანდაგებთან დავეწიე, დავწვდი კეფაში და ამოვიდე წიხლქვეშ…მაგრამ არ გინდა ეს მუტრუკი მანქანამდე მიიყვანო? 😀 😀 😀 😀
ჩემს ერთ ნერვიულობას ბოლო მოეღო, მაგრამ უარესი დამემატა 😀 😀
სიგნალზე მივხვდი, რომ ჩემი მანქანა მომადგა უკან 😀
მოვიხედე და ამ მანდილოსანს დაუქოქია, წამოსულა და დაგვადგა თავზე 😀
დაეყარენითო დაგვიძახა და ჩვენც უკანა სავარძელზე მოვკალათდით 😀
ოღონდ ეს გადარეული კაცი ორივე ხელით მიკავია, კიდევ რაიმე შარში არ გამაბას თქო და დავიძარით.
მოკლედ, ამ ქალმა მიმიყვანა დანიშნულების ადგილზე სულ რვიანების ხაზვით 😀
იქ მისულს ერთი სული მქონდა უკან მალე წამოვსულიყავი და ეს გიჟი შეიყვანეს თუ არა შინ, მაშინვე გადავჯექი საჭესთან და დავაპირე წამოსვლა, თანაც ისე რომ არც ფული მინდოდა არც არაფერი 😀
ეს ქალი გადამიდგა წინ, დამელოდეო და მეც დაველოდე… ორ წუთში უკან დაბრუნდა, ორი 100 ლარიანი გამომიწოდა…ვიუარე მაგრამ რახან არ დაიშალა გამოვართვი 😀 😀
საღამოს დალურჯებული ფეხებით კი დავბრუნდი სახლში მაგრამ ორასი ლარი ჯიბეში მედო და ფაქტიურად არაფერი მაწუხებდა 😀 😀
ხანდახან რომ ვტაქსაობ, დღეში ათ მასეთ გიჟს ვნატრობ ხოლმე 😀


ჩატვირთვა...
ჩატვირთვა...

მსგავსი სტატიები