“მაგ ნაშებს კაცი უნდათ… შემოუშვან “ზონაზე” და კაცის სახსენებელს შევაძულებ” – პატიმარი ერეკლე, რომელიც სახლიდან დედის “ბარიგობის” გამო გაიქცა

ერეკლე 14 წლის იყო, პირველად რომ დაიჭირეს. ციხეში ორი წელი დაჰყო, მერე თავისუფლებაზე გავიდა და ისევ დაიჭირეს… კრიმინალური ავტორიტეტის სახელიც დაიგდო და ნაციონალურმა ხელისუფლებამ საქართველოში აღარ გააჩერა. მანაც რუსეთისკენ აიღო გეზი, იქაც იჯდა, მერე ევროპის ციხეები მოიარა, ახლა კი საქართველოში ჩამოვიდა სულ რაღაც სამიოდე დღით, ოჯახის წევრის გასვენებას დაესწრო და ისევ უკან მიდის. სწორედ გასვენებაში ვნახე და უამრავი საინტერესო ამბავი მოყვა…

“რუსთავის #17-ში ერთად რომ ვიჯექით, ხომ გახსოვს? მაყურებელი ხომ გახსოვს, ჩვენი ძმა, მაგარი ბიჭი… გიორგაზე გეუბნები… ჰოდა, ჯერ გიორგა გავიდა, ორ კვირაში მე მივყევი. ის გაგდებული იყო უკვე საქართველოდან, ნაცები ხომ გვერჩოდნენ და არც “ოცნებამ” გაგვაჩერა. მოვიკითხე და მოსკოვში ვარო. ჩავედი მოსკოვში, კარგ “ტიპებთან” დამხვდა, ბევრს ვმოძრაობდით და კარგადაც გვრჩებოდა.


ჩატვირთვა...

…ერთი საქმიდან მოვდიოდით და ძაღლები დაგვეხვოსტნენ გიო დაიჭირეს, რადგან ისეთი სიტუაცია იყო, ან ყველა უნდა ჩავვარდნილიყავით, ან ერთი და გიომ, მე დავრჩებიო. გაასამართლეს და ვიღაც მოწმეც გამოჩნდა, რომელმაც გიორგაზე ისეთები ილაპარაკა, ვიტო კორლეონე გეგონებოდა. სამი წელი მისცეს, მაგრამ სასჯელის მოსახდელად ციმბირში გაუშვეს. მეც ექვს თვეში დამიჭირეს და სამი წელი მთხარეს… მეც, როგორც გიორგას ბანდის წევრი, ციმბირში გამიშვეს.

ზონაზე რომ მივედი და კარანტინში შემაგდეს, ნადზირატელმა გვარი მკითხა. როგორც კი გვარი ვუთხარი, მაშინვე ვიღაცას გასძაა, “სმოტრიაშეგო პაზავი” და გამიხარდა, ზონის მაყურებელი თუ მოვიდოდა, უცებ გავაიასნებდი, რომ კაი ბიჭი ვიყავი და საკანში თავის დროზე ამწევდნენ. გავიდა ათი წუთი და მოდის ნაპოლეონივით გაჯგიმული გიორგა. გაგვიხარდა ერთმანეთის ნახვა, ლამის ტირილი დავიწყე. მაშინვე საკანში ამიყვანა, გამათბო, დამაპურა. გესმის ბიჭო?! ციმბირის ზონაზე ქართველი მაყურებელი დამხვდა. სავსე იყო ზონა ქურდებით და ყველა პატივს სცემდა გიორგას, უთხრეს კიდეც, მოგნათლავთო, მაგრამ უარი თქვა, სვაბოდაზე უნდა მოვინათლოო…

სამ წელიწადში გამოვიდა გარეთ და ევროპაში მოხია. მე ამბავი დამიტოვა, რომ გამოხვალ, აქ და აქ დარეკე და ჩემს ადგილსამყოფელს გეტყვიანო. დავრეკე და ესპანეთში მივაგენი. რა გამაჩერებდა რუსეთში, ჩავედი ესპანეთში. იქაც კარგად იყო და მითხრა კიდეც, მე დამიჯერე და აქ ჩვენი დამჭერი არავინააო. მართლაც, ისე მშვიდად და ტექნიკურად ვიპარავდით, ვერავინ ვერაფერს იგებდა. მერე მასშტაბური სპეცოპერაცია ჩატარდა, მაგ დროს ავსტრიაში ვიყავი, ფეხზე ოპერაცია დამჭირდა და… ისევ დაიჭირეს გიო და მაგასთან ერთად 48 კაცი, თუმცა იმ 48-დან 47 გაასამართლეს, ან დეპორტი გაუკეთეს და ამას ვერ მოუხერხეს ვერაფერი. მტკიცებულებები არ აქვთ, მაგრამ ზუსტად იციან, რომ რიგითი მოქალაქე არ არის. ვერც უმტკიცებენ ვერაფერს, არც უშვებენ. ციხიდან დარეკა, მომიკითხა და მითხრა, ქართველი გამოდის ხვალ, შეხვდი, `მალიავას~ გამოვატანო.

გამოვიდა მეორე დღეს, მართლაც, ერთი ზუგდიდელი ბიჭი, გამომიტანა გიორგას წერილი. ვიღაც ტიპთან გამიშვა და ის ტიპი ახლა კვირაში ხუთას ევროს ურიცხავს, ვალი აქვსო, გიორგამ და რა ვიცი, აბა.

გაგეცინება და, ესპანეთის ციხეშიც მაყურებელია. სიცილით მოვკვდი, ეს რომ მითხრეს, სადაც იყო, ყველგან ზონას უყურებდა და ისე აქვს ეს ამბავი დამხეცებული, მგონი, დისერტაციის დაცვას აპირებს, დაასრულა მოყოლა ერეკლემ.

გიორგი, მართლაც, გამორჩეული პატიმარი იყო. სამართლიანობის გამო ყველას უყვარდა და მისი მაყურებლობის დროს რიგითი პატიმარი ზონაზე არ დაჩაგრულა. მხოლოდ ერთადერთხელ იყო, 2011 წელს, რუსთავის #17-ში, ყველას გასაოცრად, რომ…

რა ცხვირ-პირი ჩამოგტირის, თანამდებობა ხომ არ წაგართვეს?! – ჰკითხა პატიმარმა #0578-მა ზონის მაყურებელ გიორგის, რომელიც დილაუთენია მის საკანში შევიდა.

მესამე დღეა, არაფერი ხდება, არც რამსი, არც ჩხუბი… ზონაა თუ სანატორიუმი?! მოვიწყინე, დეპრესია მაქვს, რაღაც სენტიმენტალურიც გავხდი, – ჩუმად თქვა გიორგამ.

რაა?!- გაუკვირდა #0578-ს.

ხედავ, რა მაგარი სიტყვები დავამხეცე? სვაბოდაზე გამომადგება. გუშინ ასათიანის პროფილს ვუყურე და იქ ბაზრობდნენ ვიღაც ნაშები ჰყავდა მოყრილი, მეოთხედ თუ მეხუთედ რომ გათხოვდნენ და რომ ამბობდნენ, ნამდვილი სიყვარული ახლა ვიპოვეთო. კაცი უნდათ მაგათ, კაცი და შემოუშვან ზონაზე, კაცის სახსენებელს შევაძულებ – გაიცინა გიორგამ.

მომისმინე, ახლა ყავა დავლიოთ, მერე გარეთ გავიდეთ, ცოტა ვიაროთ, დაიღლები, ღამე უკეთესად დაგეძინება, თორემ ზიხარ მთელი დღე კამერაში და უსმენ ათასი სირის ნაბოდვარს – უთხრა #0578-მა და მადუღარა ჩართო.

ნახევარ საათში ბიჭები ზონის ეზოში სეირნობდნენ, თუმცა გიორგა მალევე ახტა:

არა, არ გამოვა ასე, რამე უნდა მოვიფიქრო, გავრეკავ, რა – თქვა და კორპუსში შევიდა. #0578 უკან მიჰყვა, თან ბუზღუნებდა, ხომ ვიცი, ახლა რამე შარს უნდა გადაეყაროო. ბედად, ერთ-ერთი კამერიდან ყვირილის ხმა გამოვიდა და როცა მაყურებელმა საკნის კარი შეაღო, ორი პატიმარი უკვე ჩხუბობდა.

რინგია აქ თუ ზონა, ბლიად?! – ბოლო ხმაზე იღრიალა გიორგამ და მოჩხუბრებიც შედგნენ. მაყურებელმა ორივეს ანიშნა, მომყევითო და თავის კამერისკენ გაბრწყინებული სახით წავიდა.

მაგარი რამსი იქნება, კაი ბიჭია ორივე, ტყუილად ხელს არ აწევდნენ, შესაბამისად, ერთსაათიანი ამბავია, რა. შენ არ დამეკარგო, მოუსმინე, გაერთე, გზაში უთხრა #0578-ს.

აბა, რა მოხდა? შემოლაწუნება არცერთს აგცდებათ იმიტომ, რომ ხელი აწიეთ. გისმენთ – თქვა გიორგამ.

დედა შემაგინა – ჩუმად ჩაილაპარაკა ერთ-ერთმა.

მერე?! კაი ბიჭობაში დედის გინება მოსულა. შენ თუ ქურდულად ცხოვრობ, ქურდულია შენი ოჯახი, არ გყავს არც დედა, არც მამა, არც ძმა და და. არ იცი მაგდენი?! ხმას აუწია მაყურებელმა.

დედა ამ დილით გარდაიცვალა, დილის პრავერკაზე -მითხრა ოფიცერმა. მაგიტომ ვერ შევიკავე თავი, ისევ ჩაილაპარაკა პატიმარმა. ყველა გიორგას მიაჩერდა, იმან კი მშვიდად თქვა დადექით და ორივე პატიმარი მის წინ დადგა. მაყურებელმა ჯერ ერთს შემოარტყა, მერე იმას, რომელსაც დედა გარდაეცვალა, მაგრამ ამ უკანასკნელს სამჯერ გაულაწუნა და თან ისე, რომ ცხვირიდან სისხლი წასკდა. პატიმრები საკნიდან გავიდნენ, ყველას გაუკვირდა მაყურებლის საქციელი და როცა მარტო დარჩნენ, #0578-მა გაოცებით ჰკითხა:

ეს რა ჰქენი, გიო?!

რა ვქენი და… ვიცნობ მაგის დედას, ბარიგობდა მთელი ოჯახი, მთელი უბანი მაგათმა გაყიდულმა წამალმა დაღუპა. ეს 15 წლის იყო, სახლიდან რომ დატყდა, ბარიგებთან არ ვიცხოვრებო და ამიტომ აქვს ახლა კაი ბიჭობაზე პრეტენზია. ჰოდა, თუ ბარიგებთან ცხოვრება არ უნდოდა, მაშინ არც გული უნდა სტკენოდა, როცა ბარიგა დედა აგინეს. ამიტომაც მოხვდა მეტი და თუ შეატყვე, უხმოდ შეირგო – თქვა გიორგამ.

P.შ. წესითა და რიგით, გიორგი ესპანეთის სასამართლომ ციხიდან თებერვალში უნდა გამოუშვას, თუ, რა თქმა უნდა, მანამდე ბრალი არ წაუყენეს და არ გაასამართლეს.

წყარო: გაზეთი “ვერსია”.

 

ჩატვირთვა...

მსგავსი სტატიები