ლეგენდარული ინგლისელი კინორეჟისორის ალფრედ ჰიჩკოკის 15 საუკეთესო გამონათქვამი, რომლებიც ცხოვრებას სხვა კუთხით გაჩვენებთ

ალფრედ ჰიჩკოკი ლეგენდარული ინგლისელი კინორეჟისორია, რომელმაც კინოიდუსტრია განვითარების ახალ საფეხურზე აიყვანა. შიში, იდენტობის დაკარგვა, დანაშაულის გრძნობა – ეს ჰიჩკოკის ფილმების მთავარი ხაზია. ალფრედ ჰიჩკოკი დღემდე რჩება ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან კინორეჟისორად.


ჩატვირთვა...

გთავაზობთ რეჟისორის 15 საუკეთესო გამონათქვამს, რომლებიც დაგაფიქრებთ და ცხოვრებას სხვა კუთხით გაჩვენებთ.

1. „შურისძიება ტკბილია და ის არ გამცირებთ.“

2. „თუ ფილმის უარყოფითი პერსონაჟი საუკეთესოა, მაშინ ფილმი აუცილებლად იქნება წარმატებული“.

3. „ყოველთვის მოიქეცი ისე, რომ მაქსიმალურად დიდმა აუდიტორიამ მოგისმინოს“.

4. „ფილმის ხანგრძლივობა ზუსტად უნდა ემთხვეოდეს მაყურებლის შარდის ბუშტის გამძლეობას“.

5. „მე რომ კონკია გადამეღო, ეტლში გვამს დაუწყებდნენ ძებნას.“

6. „ჩემი შიშების თავიდან მოშორების საუკეთესო გზა მათზე ფილმების გადაღებაა“.

7. „როდესაც მსახიობი მოდის ჩემთან და სურს თავის გმირზე საუბარი, მე ვეუბნები, რომ ეს სცენარში წერია. და თუ მეტყვის, „მაგრამ მაშინ რა არის ჩემი მოტივაცია?“ მე ვპასუხობ – „შენი ხელფასი“.

8. „პოლიციელების წინააღმდეგი არ ვარ, მე მათი მეშინია“.

9. „გიყვარდეთ ბოროტი ადამიანები. მათ სიყვარული ყველაზე მეტად სჭირდებათ’.

10. „ტელევიზიის წინააღმდეგი არ ვარ, მაგრამ ვფიქრობ, რომ ადამიანისთვის საუკეთესო წიგნების კითხვაა.“

11. „ვფიქრობ, რომ ადამიანში, სადღაც ცხოვრობს სხვა ადამიანი, რომლის შესახებაც არავინ იცის“.

12. „დრამა არის ცხოვრება, საიდანაც ამოჭრილია მოსაწყენი მომენტები“.

13. „ადამიანი ჯერ კიდევ არ არის ღარიბი, თუ მას გაღიმება შეუძლია“.

14. „მე თუ არ ვიქნები „მე“ – მაშინ ვინ?“

15. „თუ ფილმი კარგია, მოუსმინე აუდიტორიას. ადამიანებს აუცილებლად ექნებათ იდეა, თუ როგორ შეიძლება გაგრძელდეს ის.“

 

trend.ge

ჩატვირთვა...

მსგავსი სტატიები