“კოცნა დამიწყო და მერე გამაუპატიურა” – სექსუალურ შევიწროებაში ბრალდებული სტივენ სიგალი

ლოს-ანჟელესის პროკურატურამ სტივენ სიგალის საქმის შესწავლა დაიწყო. უკვე ათამდე ქალმა იგი სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა.
მსახიობ რეგინა სიმონსის განცხადებით, 1993 წელს ფილმ “სასიკვდილო ზონაში”-ის გადაღებების დროს სიგალმა იგი ბევერლი-ჰილზში, საკუთარ სახლში, “ფართი”-ზე დაპატიჟა, თუმცა, მასთან მისვლისას აღმოაჩინა, რომ იგი სიგალის ერთადერთი სტუმარი იყო. მსახიობმა რეგინას კოცნა დაუწყო და შემდეგ გააუპატიურა.

იმ დროს რეგინა 18 წლის იყო და ფილმში მასიურ სცენებში იღებდა მონაწილეობას.


ჩატვირთვა...

ლოს-ანჟელესის პროკურატურა არ აკონკრეტებს, თუ კიდევ რა განცხადებების საფუუძველზე დაიწყო მან სიგალის საქმის შესწავლა. იგი “ოცნების ფაბრიკის” უკვე მესამე წარმომადგენელია, რომლის საქმესაც პროკურატურა განიხილავს სექსუალური ძალადობის ბრალდების საფუძველზე.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ სიგალმა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიწყო მუშაობა.

ჩატვირთვა...

მსგავსი სტატიები