კომაროვის ოთხმა მოსწავლემ ამერიკის წამყვანი უნივერსიტეტების სრული დაფინანსება მოიპოვა – გაიცანით ისინი!

ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის 199-ე საჯარო სკოლის ოთხმა მოსწავლემ ამერიკის წამყვანი უნივერსიტეტების სრული დაფინანსება მოიპოვა. ამის შესახებ ინფორმაციას სკოლა ავრცელებს.
“წელს, პირველად ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის 199-ე საჯარო სკოლის ისტორიაში, ნაადრევი გადაწყვეტილებით (Early Decision) ოთხმა მოსწავლემ სრული დაფინანსება მოიპოვა და სექტემბრიდან სწავლას ამერიკის წამყვან უნივერსიტეტებში განაგრძობენ” – ნათქვამია განცხადებაში.


ჩატვირთვა...

ეს მოსწავლეები არიან: გიორგი ჩუბინიძე – University of Pennsylvania, გიორგი კლდიაშვილი- Massachusetts Institute of Technology, ლექსო ბორაშვილი-Lafayette College ლუკა მდივანი – Duke Kunshan University.

ჩატვირთვა...

მსგავსი სტატიები