კიდევ ერთი ტრაგედია მინდელის შახტში, აფეთქების შედეგად დაიღუპა 4 და დაშავდა 6 ადამიანი

ტყიბულში, მინდელის შახტში მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის შედეგად დაშავებული მეშახტეების ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

ერთი დაშავებული უკვე გადაიყვანეს თბილისში, ერთ-ერთის მდგომარეობა კი იმდენად მძიმეა, რომ უცნობია, დაექვემდებარება თუ არა ტრანსპორტირებას.


ჩატვირთვა...

კიდევ ერთ დაშავებულს რეანომობილით თბილისში გადასაყვანად ამ წუთებში ამზადებენ. დანარჩენი სამი დაშავებულის მდგომარეობა სტაბილურია, ისინი ტყიბულის საავადმყოფოში რჩებიან.

მინდელის შახტის ერთ-ერთ გვირაბში აფეთქება გამთენიისას მოხდა, გარდაცვლილია 4 და დაშავებულია 6 ადამიანი.

შს სამინისტროს ინფორმაციით, პირველადი ვერსიით, ტრაგედია ერთ-ერთ შახტში მეთანის აფეთქებამ გამოიწვია.

ჩატვირთვა...

მსგავსი სტატიები