“ხელოვნერი სუნთქვა და გულის მასაჟები გაუკეთეს” – როგორ გადაარჩინეს 10 და 7 წლის შვილიშვილებმა ბებია სიკვდილისგან

ბებია ორმა შვილიშვილმა გულის შეტევისგან გადაარჩინა. ისინი სახლში მარტო იმყოფებოდნენ, როდესაც შენიშნეს, რომ ბებია ცუდად გახდა და გონებას კარგავდა. 10 წლის კიან რუმ და 7 წლის გრეისონმა დრო არ დაკარგეს, ერთმა ხელოვნური სუნთქვის გაკეთება დაუწყო ბებიას, ხოლო მეორემ სასწრაფო დახმარება გამოიძახა.
​სანამ ექიმები მოვიდოდნენ, ამასობაში ბავშვებმა “პაციენტს” გულის მასაჟებიც გაუკეთეს. როგორც მოგვიანებით გაირკვა, რომ არა პატარების ასეთი ყურადღება და დახმარება, ბებიას ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკული იქნებოდა.


​ამჟამად, იგი თავს კარგად გრძნობს და სახლში განაგრძობს მკურნალობას.
​შემთხვევა კანადაში მოხდა.


ჩატვირთვა...
ჩატვირთვა...

მსგავსი სტატიები