ხელის თხოვნა კოსმოსში, 145 მლნ დოლარად შეგეძლებათ! – UPDATE

2022 წლის მარტიდან, პირველად გასული 13.8 მლრდ წლის განმავლობაში, საყვარელი ადამიანისთვის ხელის თხოვნა კოსმოსშიც იქნება შესაძლებელი! აი, ასე, ჩასხდებით კოსმოსურ ხომალდში და მთვარის მიმართულებით გაფრინდებით, როგორც ფრენკ სინატრას სიმღერაშია “Fly Me to The Moon”. ინტერპლანეტარული ფრენა ერთ კვირას გასტანს, ხოლო ავტონომიური მართვის სისტემა შეყვარებულ წყვილს მარტო მოგზაურობის საშუალებას მისცემს.


ჩატვირთვა...

ცერემონიის ორგანიზებას ფრანგული საქორწილო სააგენტო The ApoteoSurprise აიღებს საკუთარ თავზე. სრული სერვისი 145 მლნ დოლარი დაჯდება. ტურში შედის მოგზაურობა მთვარის გარშემო.

ბუნებრივია, წყვილები წინდაწინ გაივლიან მოსამზადებელ ეტაპებს, მათ შორის, სამკვირიან ტექნიკურ და ფიზიკურ ტრენინგს. განსაზღვრულია სპეციალური მუსიკალური პროგრამაც: შტრაუსის “Thus spoke Zarathustra, Op.30”, უწონადობის ზონაში გასვლისას, ხოლო მთვარის ორბიტის შემოვლისას, შუა გზაზე, ფრენკ სინატრას “Fly Me to the Moon” გაისმება და ხელის თხოვნის კულმინაციური მომენტიც დადგება. აღსანიშნავია, რომ დაახლოებით, ნახევარი საათის მანძილზე, როდესაც ხომალდი მთვარის ბნელ მხარეს შემოუვლის, დედამიწასთან კომუნიკაცია შეფერხებული იქნება.

 

marketer.ge

ჩატვირთვა...

მსგავსი სტატიები