ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული სიკვდილიანობა საგანგაშოდ მაღალია

საქართველო ბოლო სამი წლის განმავლობაში სამმა სხვადასხვა საერთაშორისო ავტორიტეტულმა წყარომ დაასახელა ქვეყნად, რომელიც, ატმოსფერული ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული სიკვდილიანობის მაჩვენებლით, მსოფლიოში წამყვან ადგილს იკავებს. 2016 წელს საერთაშორისო ენერგეტიკის სააგენტომ (IEA) გამოაქვეყნა ანგარიში, რომელშიც ნათქვამია, რომ საქართველოში ჰაერის დაბინძურების შედეგად 100 000 სულ მოსახლეზე მსოფლიოში ყველაზე მაღალი სიკვდილიანობა ფიქსირდება 2012 წლის მონაცემებით (გვ. 34). ამ მონაცემებით, საქართველო უსწრებს ჩინეთსაც, რომელიც აბსოლუტური მაჩვენებლით (და არა 100 000 მოსახლეზე გაანგარიშებით) მსოფლიოში პირველ ადგილზეა – ამ ქვეყანაში დაბინძურებული ჰაერით გამოწვეული დაავადებებით ყველაზე მეტი ადამიანი იღუპება.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) 2012 წლის მონაცემებით, საქართველო ჩრდილოეთ კორეის შემდეგ, მეორე ადგილზეა მსოფლიოში 100 000 მოსახლეზე ჰაერის დაბინძურების გამო გამოწვეული სიკვდილიანობის დონის მიხედვით (უნდა აღინიშნოს, რომ საერთაშორისო ენერგეტიკის სააგენტოს კვლევა ნაწილობრივ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ამ 2012 წლის კვლევას ეყრდნობოდა).განაგრძე კითხვა


ჩატვირთვა...
ჩატვირთვა...

მსგავსი სტატიები