H1N1 ვირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 8-მდე გაიზარდა

„ღორის გრიპით“ გარდაცვლილთა რაოდენობა რვამდე გაიზარდა. საქართველოში ვირუსით გარდაცვალების კიდევ ორი შემთხვევა დაფიქსირდა. 4 ადამიანი აჭარაშია გარდაცვლილი.


ჩატვირთვა...

როგორც დაავადებათა ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, რვავე პაციენტს ქრონიკული დაავადება ჰქონდა, რამაც ვირუსის გამწვავება გამოიწვია. ასევე მათ სამედიცინო დაწესებულებებს დაგვიანებით მიმართეს.

დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ჯერჯერობით ქვეყანაში ეპიდემიის საფრთხე არ არსებობს.

ჩატვირთვა...

მსგავსი სტატიები