გოგონა ფირუზისფერი კაბით, თბილისის ავტობუსის მძღოლად მუშაობს – თბილისის ავტობუსების მძღოლობისთვის 25-მდე ქალი მზადდება

სოციალურ ქსელში ერთერთმა მომხმარებელმა გაავრცელა ფოტო, სადაც ყვითელი ავტობუსის მძღოლად, ფირუზისფერ კაბაში გამოწყობილი გოგონა ზის.


ჩატვირთვა...

ფოტოს ავტორი აღნიშნავს, რომ გოგონას ულამაზესი კაბა ეცვა და ამის გამო, შთაბეჭდილების ქვეშაა.

მძღოლი გოგონა 11 ნომერი ავტობუსის მართვისას გადაიღეს.

ამასთან, შეგახსენებთ, რომ თბილისის ავტობუსების მძღოლობისთვის 25-მდე ქალი მზადდება. მათ D კატეგორიის მართვის მოწმობის ასაღებად სწავლების თეორიული და პრაქტიკული კურსები გაიარეს.

 ქალი მძღოლები გარკვეული შეღავათებითაც ისარგებლებენ. კერძოდ, მათ, ვინც მძღოლობა გადაწყვიტა და თან დედაა, თბილისის სატრანპორტო კომპანია ერთსაათიან საშეღავათო დროს აძლევს, რაც იმას ნიშნავს, რომ ასეთი ქალები ერთი საათით ნაკლები დროით იმუშავებენ. ქალ მძღოლებს დედის და ქალთა დღეებზე კომპანია ფულად პრემიებსაც გადასცემს.

თუ მჯეროდეს!! 😊😊 #ნაკლებიქალიკუხნაში ✊✊

Gepostet von Nina Sky Grey am Samstag, 5. Januar 2019

 

ჩატვირთვა...

მსგავსი სტატიები